goga19სანდოობა გამყიდველზეა, საიტი საიტია
მე პირადად პირველად სწორედ ალიექსპრესიდან გამოვიწერე, მარტივია - გადამზიდი არ გინდა და პირდაპირ საქართველოში ჩამოგდის. ინტუიტიურად და ლოგიკურად მიყვები მარტივად, ირჩევ რაოდენობას, ზომას, ფერს, ან რაც არის ასარჩევი და აგდებ კალათაში ან ეგრევე ყიდვას აჭერ და იხდი. მისამართს გინდ ყიდვისას მიუთითებ, გინდაც მანამდე გექნება პროფილში შევსებული და იქიდან აირჩევ. ჩამოდის შენი მისამართის უახლოეს ფოსტის ფილიალში და 2 ლარს იხდი გატანისას. ზოგჯერ სახლშიც მოაქვთ, გააჩნია რა ტრანსპორტირება გაქვს არჩეული ყიდვისას.
ალიაბაბა ალიექსპრესის საბითუმო ვარიანტია, იქ ცალობით არ იყიდება. თუ უცხოენა იცი, შეიძლება მიმოწერაში დაარწმუნო, რომ საცდელად გამოგიზავნოს 1-2 ცალი და მერე იყიდი ბევრს თუ დაგევასა
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე