ფორუმელებო, იქნებ გამოცდილება გქონდეთ და რამე მირჩიოთ.
ტიგუანი მყავს. რამდენიმე დღის წინ აანთო EPC და მანქანა აღარ მიდიოდა. თავიდან დაქოქვის მერე, ჩაქრა. მერე კიდევ აანთო, ისევ ჩაქრა. ეს ნიშანი როცა არ ენთო, მაქანა ჩვეულებრივად მუშაობდა. ერთადრეთი დისკომფორტი რაც იყო, სწრაფად აღარ მიდიოდა. პრინციპში სიჩქარე არც მიჭირდება ( ძირითადად საცობებში ვარ

) და არც ეს მიშლიდა ხელს დიდად, მაგრამ არ მიყვარს გაუმარტავი მანქანით სიარული და მივედი ხელოსანთან. ამოვიდა შეცდომა P0221. მირჩიეს ელექტრიკი და დღეს გამოცვალა დროსელის რაღაც კაბელი და აღმოჩნდა, რომ უარესი დაემართა. ადგილიდან ძლივს იძვრება, სიარულისას აქვს უცნაურად მაღალი ხმა, ყველა სიჩქარის შეცვლა იგრნობა როგორც ფიზიკურად, ასევე მესმის გადართვის ხმაც ( საერთოდ არ იგრძნობოდა სიჩქარეების შეცვლა ) და იმაზე მეტად ვერ დადის, ვიდრე მაშინ, როცა EPC ენთო. ვარაზისხევიდან კეკელიძეზე ძლივს ავიდა. თუ ამ გზას შეიძლება აღმართი ეწოდოს, აღმართში ასვლა გაუჭირდა და ეს ყველაფერი უფრო დაბალ სიჩქარეზე იგრძნობა. ანუ დაბალ აბაროტზე ( მგონი სწორად ვამბობ

). მეც ვგრძნობ, პედალზე აშკარად უფრო მეტი ძალა მჭირდება, ვიდრე გუშინ

იქნებ მირჩიოთ რამე. მადლობა ყველას, ვინც წაიკითხეთ და რამეს მირჩევთ საკუთარი გამოცდილებიდან, ან პატიოსან და მცოდნე ადამიანთან გამაგზავნით.