თბილისის ცენტრალურ ნაწილში გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ყველა საჭირო სერვისს "სთავაზობს". ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია QR კოდის დასკანერება და ბმულზე გადასვლა.
"ეს არის სამეგობროს ინიციატივა. უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის გვინდოდა გვეთქვა სიმართლე... ვიფიქრეთ, როგორ მიგვეტანა ჩვენი სათქმელი - ვიფიქრეთ, რა საჭიროებები ჰქონდათ: ბინის ქირაობა, საბანკო ანგარიშების გახსნა, რესტორნები და ტურები [და ეს გამოვიტანეთ]", - ეუბნება თამარ ყიფიანი რადიო თავისუფლებას.
კოდის დასკანერების შემდეგ, სასურველი სერვისების ნაცვლად, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიაზე ჩნდება ინფორმაცია. ორგანიზატორებმა ხუთი სახის ასეთი პლაკატი გამოაკრეს ქალაქში. ზედ რუსულ და ინგლისურ ენებზე არსებული მინაწერები კი დასკანერებისკენ უბიძგებს დაინტერესებულ ადამიანებს.
დანარჩენი იხილეთ ლინკზე
https://www.radiotavisupleba.ge/a/31763507.htmlძალიან კარგი იდეაა, ორიგინალური.
ყოჩაღ თამარ ყიფიანს და მის მეგობრებს.
მადლობა მათ.
ყველა რუს ,,ლტოლვილს" უნდა მიუკრა საცხოვრებელი ბინის კარზე.
This post has been edited by sanakoev on 21 Mar 2022, 23:11