მეშვიდე აუქციონზე ე.წ. რიყის დოქები 10 მილიონ 20 ათას ლარად გაიყიდა.
როგორც "ბიზნეს ფორმულას" ქონების სააგენტოდან აცნობეს, რიყის დოქები „Global Victory Trust“-მა იყიდა. კომპანია ლუქსემბურგშია რეგისტრირებული და მისი ერთ-ერთი მენეჯერი რუსეთის მოქალაქე იგორ დიადჩენკოა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
შეგახსენებთ, აქამდე ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით აუქციონი 6-ჯერ გამოცხადდა და ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 2021 წლის თებერვალში გამოცხადდა.
ობიექტის გაყიდვის რიგით მესამე მცდელობა კი წარუმატებლად 15 აპრილს დასრულდა. ეკონომიკის სამინისტრომ ე.წ. რიყის დოქები მეოთხედ, 47.5 მლნ ლარად გამოიტანა გასაყიდად, თუმცა ელექტრონული აუქციონი არ შედგა. მეხუთე უშედეგო აუქციონზე კი, რომელიც 29 დეკემბერს გამოცხადდა, დოქების გასაყიდი ფასი 30 მლნ ლარი იყო. მეექვსე აუქციონზე ფასი 10 მილიონ ლარამდე შემცირდა.
https://businessformula.ge/News/7844ძალიან მაენტერესებს ვინ დებილს შეტენეს ეს უსახური შენობები
სერიოზულ შარშია მყიდველი

მაგ რიყის დოქებში 10 მილიონს კი არა 10 ლარსაც არ გადავიხდიდი სულ რომ შუბლზე იარაღი მომადონ