როდესაც გადაწყვეტილი გაქვს იმხელა ცვლილება მოახდინო, რაც მთელ გეოპოლიტიკურ წესრიგს შეცვლის (ვგულისხმობ სსრკ-ს აღდგენას), ხომ უნდა მოემზადო სათანადოდ?
- ჯარი საათივით უნდა იყოს აწყობილი უახლესი ტექნიკით.
- იდეოლოგიურად დაქოქო ხალხი და მოტივაცია გაუჩინო იმის, რასაც აპირებ.
- მიხვიდე და სამხედრო კონტიგენტი საკუთარი თვალით შეამოწმო თუ როგორ მდგომარეობაშია.
- სამხედრო სტრატეგიული სამოქმედო გეგმა დეტალურად იყოს გაწერილი.
- მოკავშირეები შეიძინო და ერთობლივად დაგეგმო სამოქმედო გეგმა.
მოკლედ ამ პუნქტებიდან ტიპმა არაფერი არ გააკეთა მსგავსი. დგას და ატომით იმუქრება გაბუტული ბავშვივით და უსინდისო თამაშებს ეწევა.
მე როგორ უნდა ვასწავლო ამხელა სახელმწიფოს მეთაურს, მაგრამ ფაქტი სახეზეა

ან იქნებ რამე ისეთი გათვლა აქვს შორეული, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით?
რავიცი, იქნებ თქვენ მიხვდეთ მის ჩანაფიქრს....
ბონუსად ამ ვიდეოს შემოგთავაზებთ

აუ პოლიტგანყში უნდა გამეხსნა
This post has been edited by brevalo on 27 Mar 2022, 00:54