შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე “საქართველოს ბანკის” ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 2 პირი.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, საღამოს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრნენ.
ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე საათში დაადგინეს თავდამსხმელების ვინაობა და ადგილმდებარეობა. პოლიციამ ორივე მათგანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
https://www.fortuna.ge/fortuna/post/saqartv...7Y0Wp2SWXIBZxeYთბილისში, ჭიჭინაძის 10 ნომერში, სადაც "ექსპრეს ბანკში" 2 პიროვნება შეიჭრა, სამართალდამცველები და ექსპერტკრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
"კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილია ერთ-ერთი თავდამსხმელი. ყაჩაღობის დროს დაპირისპირება მოხდა დაცვის თანამშრომელსა და 3 პირს შორის, თუმცა ვისი იარაღიდან განხორციელდა გასროლა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
არსებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ თანამზრახველს ერთ-ერთი პირი ავტომობილით გარეთ ელოდებოდა. შემდეგ კი მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, ისმოდა სროლის ხმაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის დაცვის თანამშრომელმა, თავდამსხმელები შესაშინებლად გაისროლა.
ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიების კამერების ჩანაწერები. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, მიმდინარეობს სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები.
"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს.
https://rustavi2.ge/ka/news/226014