სალამი მეგობრებო.
მოკლედ ასეთი ამბავია, აგერ უკვე თვეებია გეიმინგს შევეშვი და დიზაინის სწავლა დავიწყე. შესაბამისად ჩემს პერსონალურს დიზაინის და სერიალების გარდა დატვირთვა აღარ აქვს. გადავწყვიტე გავყიდო და მაკზე გადავიდე.
ფასებისთვის მე მხოლოდ მაიმარკეტი და იბეი მაქვს შესაბამისად ვეძებ ვინმე რეალურ მყიდველს ან მრჩეველს რომ წესიერი ფასად გამაყიდინოს პც.
მონაცემები:
CPU: Ryzen 5 5600X
Motherboard: X570 Aorus Pro Wi-Fi
GPU: EVGA RTX 3070 XC3 Ultra 8GB (აქვს ოფიციალური 3 წლიანი გარანტია)
RAM: G.Skill Ripjaws V 3200MHz 2x16
ქეისი: Thermaltake Commander C33 TG ARGB Edition (თავისი 2 ცალი 200მმ ფენი + 3 ცალი დამატებითი CoolerMaster 120მმ ფენებით - ერთი უკან და ორი ზემოთ)
პროცესორის ქულერი: Dark Rock Pro 4 - მოჰყვება Arctic MX-5 თერმოპასტა.
კვება: EVGA Supernova G2 850W 80+ Gold
ყველაფერი მუშაობს იდეალურად. რადგანაც ამ ყველაფერს ვყიდი შესაბამისად არც მონიტორის დატოვება მინდა: მონიტორი არის Alienware AW2518HF 240Hz@1080p კარგ მდგომარეობაში არანაირი მკვდარი პიქსელით და დაზიანებით.
როგორც ხედავთ მყარი დისკი და SSD არ შემიყვანია სიაში იმიტომ რომ ბევრი ფაილი მიწერია რის გამოც ამ ნაწილების დატოვება მინდა მაგრამ თუ ბევრს ვიწვალებ შეიძლება 1ტბ მყარი დისკი გამოვნახო სახლში (სადღაც უნდა ეგდოს :დ)
ამ ყველაფრის რეალური ფასი რა იქნება იქნებ ცოტა მიმართულება მომცეთ? მადლობა.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)