ფორუმზე ვირუსებთან დაკავშირებით უამრავი თემა იხსნება,მაგრამ რეალობა გვაჩვენებს რომ ამ ხალხის უმეტესობა ვერ ერკვევა მათ მოშორებაში,მიუხედავად იმისა რომ მათ პირიქით ჰგონიათ.
ვეცდები მოკლედ და კონკრეტულად ავხსნა კითხვა-პასუხის სახით,ისე რომ ყველასთვის იყოს გასაგები.
კომპიუტერული ვირუსი წარმოადგენს კომპიუტერულ პროგრამას,რომელიც სხვა პროგრამებისგან იმით განსხვავდება, რომ შეუძლია გამრავლდეს (ამებას მსგავსად) და დააზიანოს კომპიუტერის პროგრამული (ზოგჯერ აპარატურულიც) უზრუნველყოფა.

კითხვები (FAQ)
1)როგორც ვრცელდებიან ვირუსები?
პასუხი:
ვირუსები ვრცელდებიან ინტერნეტით.
მაგალითად ვებსაიტებზე შესვლისას,მესენჯერების გამოყენებისას,რაიმე პროგრამის გადმოწერისას,ელსფოსტის მიღებისას და ა.შ
აგრეთვე ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობებით :ვინჩესტერი,მობილური,ფლეშ დრაივი,ფლოპი დისკეტა და CD/DVD ...
2) რა ტიპის ვირუსები არსებობს ?
პასუხი:
არსებობს ძალიან ბევრი სახეობის ვირუსი,რომელთა ჩამოთვლაც შორს წავიყვანს.
შემოვიფარგოთ მაგალითებით.
ვირუსები ,რომლებიც ვრცელდებიან მესენჯერების საშუალებით.
ელ ფოსტის ვირუსები.
ტროიანული ვირუსები,რომლებიც თქვენს კომპიუტერში არსებულ ინფორმაციას თავის ავტორს უგზავნიან ,ეს შეიძლება იყოს ელფოსტის პაროლები,ბანკის ანგარიშები,თქვენი ინტიმური მომოწერა და ა.შ

3)რა შეიძლება გახდეს ვირუსის ,,აკიდების '' მიზეზი?
პასუხი:
ა)დაკრეკილი ვინდოუსი.
ბ)დაკრეკილი პროგრამული უზრუნველყოფა.
3)პორნო კონტენტის შემცველი საიტების თვალიერება.
4)ვარეზები,კრეკების და სერიულების საიტები.
5)სისტემის განახლებების გათიშვა.
6)მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა.
7)ანტივირუსის და ბრანდმაუერის უქონლობა კომპიუტერში.
8)სხვისი მოტანილი ინფორმაციის შემცველი მოწყობილობის მიერთება.
9)ოპერაციული სისტემის არასწორი კონფიგურაცია.
10)ხვრელები პროგრამულ და ზოგჯერ აპარატურულ უზრუნველყოფაში.
და ა.შ

4)როგორ გავიგო რომ ვირუსი მყავს?
პასუხი: თუ სისტემა ჭედავს ,თუ ქსელში ზედმეტი ტრაფიკი გადის და ახლობლები გეუბნებიან რომ თქვენი ელფოსტით უცნაურ წერილებს იღებენ,ესიგი ვირუსი გყავთ.
თუმცა ამის გაგება ანტივირუსითაც შეიძლება,თუ რათქმაუნდა დაინსტალირებული გაქვთ კომპიუტერში.
5) რა არის ანტივირუსი?
პასუხი: ანტივირუსი წარმოდგენს კომპიუტერულ პროგრამას,რომლის ძირითადი ფუნქციაა ვირუსების პოვნა,აღმოჩენა და მოსპობა.

6)როგორ პოულობენ ანტივირუსები ვირუსებს?
პასუხი:
ძირითადად 2 მეთოდით.
ა)ანტივირუსი ასკანერებს კომპიუტერში არსებულ ფაილებს საკუთარ ბაზებში არსებული მონაცემების მიხედვით.

ბ)იყენებს ინტელექტუალურ(ევრისტიკულ) მეთოდს,ამ დროს შეიძლება ისეთი ვირუსების აღმოჩენა, რომელთა სიგნატურები(ვირუსების მონაცემები) მის ბაზაში ჯერ არაა.

7)ვინ აწარმოებს ანტივირუსებს და რომელია ყველაზე კარგი
?
პასუხი:
არსებობს ბევრი კომპანია,რომელით ამ საქმიანობას ეწევა,მაგალითად
ESET, LLC
http://www.eset.com/
ALWIL Software
http://www.avast.com/Avira
http://www.free-av.com/Kaspersky Lab
http://www.kaspersky.com/ 
რაც შეეხება მათ შორის საუკეთესოს,ეს უკვე სხვა საკითხია.
უნდა გაითვალისწინოთ ფაქტი,ვერცერთი ანტივირუსი ვერ დაიცავს თქვენს კომპიუტერს 100%-ით.
რაც შეეხება ჩემს აზრს არ დავაფიქსირებ ორი მიზეზის გამო
ა)ანტივირუსს არ ვიყენებ.
ბ)რეკლამაში ჩამეთვლება
8) რა უნდა ვქნათ თუ კომპიუტერი დავირუსდა?

პასუხი:
ვარიანტი ა) ვაყენებთ ანტივირუსს (თუ აქამდე არ გვქონდა) და ვასკანერებთ მისი საშუალებით.
ვარიანტი ბ)გამორთეთ კომპიუტერი და დაელოდეთ კომპეტენტურ ახლობელს.
როცა კომპიუტერი გამორთულია, ვირუსი არ მოქმედებს.
ვარიანტი გ) ეძახით ვირუსების მოშორების სპეციალისტს და ფულს იხდით.
ვარიანტი დ) თავად აშორებთ ვირუსს საკუთარი ცოდნით .
ამ შემთხვევაშიც მოგიწევთ სხვადასხვა ანტივირუსული უტილიტების გამოყენება და პარტიშენების ანალიზი,მაგრამ ფულის დახარჯვას გადარჩებით.
9)კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია ვირუსს და რა სარგებელი აქვთ ვირუსების ავტორებს?
პასუხი:
როგორც ზემოთ ვახსენე, არსებობს ვირუსების მრავალი ტიპი,განსხვავებული როგორც აგებულებით,ისე ქცევით.
ვირუსს შეუძლია
ა)მოიპაროს თქვენი კონფიდენციალური მონაცემები,ელფოსტის,ვებსაიტების და მესენჯერების პაროლები.
საკრედიტო ბართების კოდები და ბანკის ანგარიშები,პროგრამების ლიცენზის კოდები.
ბ) დაშიფროს ინფორმაციის შემცველი მოწყობილობები AES-256 და უფრო მაღალი ალგორითმით ,რის შედეგადაც თქვენს მონაცემებს სამუდამოდ უნდა გამოემშვიდობოთ,თუ რათქმაუნდა ვირუსის ავტორს გარკვეული თანხა არ გადაურიცხეთ.

გ) წაშალოს თქვენს კომპიუტერში არსებული ყველა ფაილი,ისე რომ მათი აღდგენა ძალიან გაჭირდება.
დ) დაავირუსოს პროგრამული ფაილები თავისი მავნე კოდის ინექციით.
ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არსებობს :რაც არ უნდა ძვირფასი პროგრამები გქონდეთ,ყველა მათგანი უნდა წაიშალოს.
ე)გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი როგორც ბოტი,სამთავრობო და სხვა ორგანიზაციების სერვერებზე შეტევის მოსაწყობად,ამ დროს ფიქსირდება შემტევის(ანუ თქვენი) IP მისამართი . ზემოთაღნიშნული ქმედება კი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აკრძალულია ,შესაბამისად გვარიანი თანხა გექნებათ გადასახდელი.
თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპიუტერი სავაურაუდოდ არალიცენზირებული პროგრამებით გაქვთ გამოტენილი,რაც ინტელექტუალური სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, სასჯელის ზომა კიდევ უფრო გაიზრდება.

ვ)გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი მასობრივი კომპიუტერული გზანილების (სპამი) დასაგზავნად,რაც ასევე არალეგალურია და საერთაშორისო კანონებით დასჯადია.

ზ) დააზიანოს კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა,კერძოდ ოპერაციული სისტემა.
ზოგჯერ ხდება ისეც რომ, ოპერაციულ სისტემის ზედმეტი დატვირთვის და არასწორი ბრძანებების გამო იტვირთება პროცესორი და სხვა ნაწილებიც,რის გამოც აპარატურა მწყობრიდან გამოდის.

თ) გამოიყენოს თქვენი კომპიუტერი საკუთარი თავის გასამრავლებლად.
ვარიანტი 1) თქვენს მეგობრებს თქვენგან მისდით წერლი სადაც ეს ვირუსია მიმაგრებული.
ვარიანტი 2) ვირუსი თავის თავს აგზავნის IM კლიენტების (ე.წ მესენჯერების) საშუალებით.
ვარიანტი 3)
აგზავნის საკუთარ ასლს ლოკალურ ქსელში ,რის შედეგადაც ვირუსდებიან სხვებიც.
ვარიანტი 4)აკოპირებს თავის თავს cd/dvd/flash/floppy მოწყობილობებზე.
და ა.შ
აქვე შევეხოთ სარგებელს.
ვირუსების ავტორების მთავარი მიზანია კომერციული მოგება ვირუსების წერით ანუ იშოვონ რაც შეიძლება მეტი ფული.

თუმცა ეს არა ერთადერთი მიზეზი .
შეიძლება ავტორი ამას გაბოროტების გამო აკეთებს,იგი ყველამ მიატოვა და შურისძიება სურს ან უბრალოდ ცნობიმოყვარეობა აწუხებს.
10) რას მირჩევდით ვირუსებისგან დასაცავად?
პასუხი:
ა)შეიძინეთ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა.
ბ)ნუ დასვამთ უცხო ხალხს საკუთარ კომპიუტერზე.
გ)ნუ გახსნით საეჭვო წერილებს,რომლებიც თქვენს ელფოსტაზე მოდის.
დ)ნუ შეხვალთ საეჭვო რეპუტაციის საიტებზე.
ე)ყველა ფაილი რასაც გადმოიწერთ,ანტივირუსით დაასკანერეთ(თუ გაქვთ რათქმაუნდა).
ვ)ნუ დაგეზარებათ ვინდოუსის გადაყენება .
ზ)თუ თქვენი თავის იმედი არ გაქვთ მიმართეთ კომპეტენტურ პირს და ნუ დაგენანებათ ფული ამ მომსახურებაში,თუ ის კეთილსინდისერად სრულდება.
თ) ნუ ენდობით ინტერნეტში ამა თუ იმ ახალი პროგრამული პროდუქტის რეკლამას.
ნუ გადმოწერთ ნურაფერს სანამ არ დაეკითხებით ვინმე კომპეტენტურს ან არ დაასკანერებთ ანტივირუსით.
ი)გაანახლეთ ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა.
და ა.შ
11) როგორ დავადგინოთ პიროვნების კომპეტენტურობა და როგორ დავეხმაროთ მას ?

პასუხი:
გამოძახებისას მოუყევით არსებული სიტუაციის შესახებ,თქვენი ეჭვები და ვარაუდები,რათა აღმოჩენილი იქნას ვირუსის გავრცელების წყარო.
რაც შეეხება კომპეტენტურობას, აუცილებლად დაუსვით კითხვები
ვირუსების,მათი გავრცელების და მოშორების გზების შესახებ.
ჰკითხეთ როგორც დაიცვათ თქვენი კომპიუტერი მათგან და ა.შ
აუცილებლად დააკვირდით მის მოქმედებებს და გადაამოწმეთ პასუხი ინტერნეტში მისი წასვლის შემდეგ.
თუ მან კითხვებზე ან არ გიპასუხათ ან არასწორად გიპასუხათ,შემდეგში ნუღარ მიმართავთ და ნუ გადაყრით თანხას ტყუილად.
12) გამიგია რომ ვინდოუსის გადაყენების მერე ვირუსები ქრება ,მართალია ეს თუ ტყუილი?
პასუხი:
ტყუილია,რადგან არსებობს ვირუსები, რომლებიც ასნებოვნებენ
დამატებით პარტიშენებს,რომლებიც გადაყენების შემდეგადაც დავირუსებული რჩება.
თუ თქვენ ამ პარტიშენებზე შეხვალთ, ისევ დავირუსდებით,ამიტომაც სანამ ვინდოუსს გადააყენებინებთ ,ჯერ ყველა პარტიშენი გაწმინდეთ.
რაც შეეხება ვინდოუსის გადაყენებას ვირუსებისგან გაწმენდის შემდეგ ,ეს აუცილებელია.
ეს ტყუილი კი ზარმაცი ინსტალატორების მოგონილია,რომლებთაც ეზარებათ ვირუსების მოძებნა და მხოლოდ გადაყენებით კმაყოფილდებიან.
13) კომპიუტერი არ ჭედავს ,ყველაფერი ნორმალურად მუშაობს,გამოდის ვირუსი არ მყავს?
პასუხი:
რათქმაუნდა ეს კარგია,მაგრამ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი არ გყავთ.
სავარუდოდ თქვენ გყავთ ტროიანული ტიპის ვირუსი ,რომელიც მხოლოდ მონაცემების ჩაწერა/გაგზავნით შემოიფარგლება და კომპიუტერს ძირითად შემთხვევებში არ აზიანებს.
თუმცა შესაძლებელია ვირუსი არ გყავდეთ.
ზემოთაღნიშნული და სხვა მონაცემებიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა,რომ საქართველოში არსებული კომპიუტერების 90%,რომლებსაც სახლში იყენებენ დავირუსებულია,თუმცა პატრონებმა ეს ან არ იციან ან იციან,მაგრამ ვერ ხვდებიან რა სავალალო შედეგი მოჰყვება მას.
შენ თუ ამ ნაწერს კითხულობ, სავარაუდოდ დავირუსებული კომპიუტერი გაქვს,ასე რომ შეეშვი ამის წაკითხვას და საქმეს მიხედე(თ)
ჯერჯერობით სულ ესაა ,შემდეგ მოხსენებაში ვეცდები დაწვრილებით ვისაუბრო ვირუსების კლასიფიკაციაზე .
OFFTOPIC:სამწუხაროდ ფორუმი არ იძლეოდა მეტი თემატური სურათებს ჩასმის საშუალებას. რაც შეეხება ამ თემაზე კომენტარს.
თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი უარყოფითი ან დადებითი შეხედულება ,მაგრამ დაიცავით ეს მოთხოვნა: ნაწერი უნდა იყოს გამართულ ქართულ ენაზე,უნდა ეხებოდეს ამ თემას,უნდა იყოს არგუმენტირებული,არ უნდა იყოს დაკოპირებული არსაიდან და მინიმუმ ჩემი ნაწერის მესამედი უნდა იყოს.
ეს ყველაფერი კეთდება ფლუდის და ოფტოპიკებისგან დასაცავად |
p.s მთელი ზემოთხსენებული ნაწარმოები პირადად ჩემი ინტელეტუალური საკუთრებაა,მე ვკრძალავ ამ ტექსტის ან მისი მცირე ნაწილის კოპირებას ნებისმიერ პორტალსა თუ ფორუმზე .
თუმცა შეგიძლიათ ამ თემის ბმული მიუთითოთ.
მიმაგრებული სურათი
ვისვენებ და ნუ შემაწუხებთ.