უკრაინული იდეაა:
შედიხარ გუგლ მეფში, ირჩევ პოპულარულ კაფეს, ან რესტორანს ან დაწესებულებას და აკეთებ გუგლის რევიუს, ანუ ვითომ იმ ადგილას იყავი და გინდა შეაფასო.
ამ რევიუს დროს შეგიძლია დაურთო სურათიც. ხოდა ამ სურათად ტვირთავ უკრაინის ომის სურათებს, როგორც რუსების მიერ დაბომბილ ქალაქებს, ასევე დამწვარ რუსულ ტექნიკას და დახოცილებს. უმეტესობას გაქვთ ტელეგრამ არხები და იცით როგორ მოიპოვოთ ეგ სურათები.
რევიუ ასე კეთდება:
1. ხსნი გუგლ მეფს და ირჩევ რამე ობიექტს, სადაც წესით ბევრმა ხალხმა უნდა იაროს და რევიუებიც ბლომად აქვს. მე ავირჩიე რაღაც სავაჭრო ცენტრი 'გარბუშკა' მოსკოვში
2. ვაჭერ რევიუებს
3. დააჭირე write a review
4. იხსნება ფანჯარა, სადაც მიანიჭეთ რამდენი ვარსკვლავიც გინდათ, დაწერეთ რამე ტექსტი, მაგალითად რაც მე დავწერე და დააჭირეთ ასევე სურათის ატვირთვას. სურათის ატვირთვა ისეა, როგორც ამ ფორუმზე და ყველა სხვა საიტზე.
შეგიძლიათ ბევრი სურათი ერთად ატვირთოთ
გააკეთეთ არა მარტო მოსკოვშ და დიდ ქალაქებში, არამედ დაუარეთ და სადაც რამე მოგხვდებათ რუსეთში, დალნი ვასტოკი და ციმბირი და ყველაფერი
უკრებმა დაწერეს ტელეგრამ არხზე და ჩვენც მივეხმაროთ, ყოველდღიურობად გავუხადოთ ყველა რუსს ეს ომი!
Attention is all you need.