#61955871 · 11 Mar 2025, 00:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mapshnik
QUOTE | ჰოდა მაგალითად 15*25 ზე ან 8*80 ზე, 12*30 ზე ანდაც 98+43 რამე ეგეთი ტრიქი რაცაა ვიბნები და გთოვთ მასწავლეთ გამრავლების და მიმატების მარტივი ფორმულები რაცააა რო ადვილად გავამრავლო და მივუმატო რაა |
რამდენად ადვილი იქნება არ ვიცი მაგრამ ზეპირად როცა მჭირდება გამრავლება ასე ვაკეთებ ხოლმე: მაგალითად გვინდა 12x23. ეს იგივეა რაც 12x20 + 12x3. ანუ ერთი რიცხვის ათეულს (23-ის ათეული არის 20) ვამრავლებთ მეორე რიცხვზე, შემდეგ ერთეულს (23-ის ერთეული არის 3) ვამრავლებთ ამავე რიცხვზე და ვკრებთ. ანალოგიურად შეიძლება 23x10 + 23x2. თუ ეს რთულია, შეიძლება ასე: 10x20 + 2x3 + 2x20 + 10x3. ანუ ორივე რიცხვის ათეულებს (12-ის ათეული არის 10 და 23-ის ათეული არის 20) ვამრავლებთ ერთმანეთზე, შემდეგ ორივე რიცხვის ერთეულებს (2 და 3) ვამრავლებთ ერთმანეთზე, შემდეგ თითოეული რიცხვის ერთეულს ვამრავლებთ მეორე რიცხვზე და ამ ყველაფერს ვკრებთ. ეს თვითონ გამრავლების პრინციპიდან გამომდინარეობს, რიცხვი ჯამის სახით რომ წარმოადგინო და შემდეგ გამოსახულება გაშალო, მიიღებ მაგას. ანუ 12x23 = 12x(20+3) = 12x20 + 12x3 და 12x23 = (10 + 2)x(20 + 3) = 10x20 + 2x3 + 2x20 + 10x3
This post has been edited by კვარკი on 11 Mar 2025, 00:23
--------------------
Sapiens dominabitur astris
|