#59098646 · 6 Apr 2022, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა
QUOTE | საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ქუჯოშვილი დააკავეს.
ქუჯოშვილი მეზობელი სოფლის, ახალუბნის მცხოვრებია. მისი უკანონო დაკავება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ცნობით, ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს.
გიორგი ქუჯოშვილს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას უყენებენ. ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 აპრილს არის დაგეგმილი. ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. |
რადიო თავისუფლება
აი ეს გრძელდება სულ, მუდამ, არასდროს მორჩენილა. იქურებისთვის არ მორჩენილა ომი. აქ რომ ზოგ-ზოგიერთი ტრაკგამთბარი სხედხართ და აკაკუნებთ, იმ ხალხს ყოფნა-არ ყოფნის საფრთხე აქვთ ყოველ დღე. ამის საპასუხოდ ჩვენ რა ჩემი ფეხები გავაკეთეთ? აქამდე კბილებამდე უნდა ვიყოთ შეიარაღებული და ყველა პარტნიორთან ვთანამშრომლობდეთ და არ გვაგინებდეს მსოფლიო. ახლა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მეგობარი არ გვყავს, ქვეშაჯვიები ვართ.
Warning: | 4.3.6.4. თავხედური გამოხტომები ან თავდასხმები ბანი |
This post has been edited by Saturn on 6 Apr 2022, 16:39
--------------------
הערשעל שמױקל פּינחס ירוחם קרוסטאַפֿסקי
|