just_meeჯიბლიბოჯიბლიბო უბრალოდ უხერხულo და თვალშისაცემი უსიამოვნება არ არის - ჩირქოვან ანთებას წარმოადგენს: ვითარდება ქუთუთოს კიდეზე არსებული თმის ფოლიკულის, ან ცხიმოვანი ჯირკვლის ანთება.
ჯიბლიბოს სიმპტომებიდასაწყისში აღინიშნება ქუთუთოს კიდის ქავილი, შემდეგ - მცირე ზომის შესიება, ხოლო 2 - 4 დღის შემდეგ მის მწვერვალზე ჩნდება მოყვითალო თავი, რომლის შიგთავსი ჩირქოვანი მასით არის სავსე. ამ დროს, მხოლოდ ერთეულები თუ მიაკითხავენ ოფთალმოლოგს: ავადმყოფთა უმეტესობა მკურნალობს ტელეფონით, მეგობრებისა და ნათესავების “კეთილი” რჩევებით.
ჯიბლიბოს განვითარების მიზეზები ჯიბლიბოსთან საბრძოლველად ლოგიკური იქნება თუ გავარკვევთ მისი განვითარების მიზეზებს. მიღებულია, რომ ჯიბლიბო - ორგანიზმის გაცივების თანმხლები პრობლემაა. თუმცა, სინამდვილეში, იგი ვითარდება ბაქტერიული ინფექციით, ან უბრალოდ რომ ვთქვათ -“ჭუჭყით”. ჯიბლიბო არ არის გადამდები და სტატისტიკით ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. ეს მარტივად აიხსნება - ქალბატონები უფრო ხშირად ეხებიან ქუთუთოს კიდეებს კოსმეტიკის ხმარებისას. ამიტომ, მათთვის აუცილებელია ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა - მხოლოდ საკუთარი კოსმეტიკა, გარეცხილი კოსმეტიკური ჯაგრისები და აპლიკატორები!
ბავშვები, ასევე, ხშირად ავადდებიან ამ დაავადებით. აქაც პირადი ჰიგიენის დაუცველობას აქვს ადგილი: ჭუჭყიანი პირსახოცით სარგებლობა, ჭუჭყიანი ხელებით თვალების ქავილი და ა.შ.
ის პირები, რომელთა ორგანიზმი განიცდის ვიტამინების (A,C ,B) ნაკლებობას, ან იშვიათად იმყოფებიან სუფთა ჰაერზე - წარმოადგენენ ჯიბლიბოს პოტენციურ პაციენტებს.
ჯიბლიბოს განვითარება დაკავშირებულია იმუნიტეტთან. ჯიბლიბო სიგნალია იმისა, რომ იმუნურ სისტემაში რაღაც პრობლემებია.
ჯიბლიბოს განვითარების არც ისე იშვიათი მიზეზებია წამწამის პარაზიტი – დემოდექსი, სხვადსხვა ქრონიკული დაავადება (ხშირად კუჭნაწლავის ტრაქტის) და შაქრიანი დიაბეტი.
რით არის საშიში ჯიბლიბო?საშიშროება ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯიბლიბოს ან არასწორად მკურნალობენ, ან არასწორად სვამენ დიაგნოზს. ჩირქის თვითნებურ გამოდევნას ხშირად რეგიონალურ სისხლძარღვოვან სისტემაში ინფექციის გავრცელებმდე მივყავართ, რომელიც შესაძლოა მენინგიტით (ტვინის გარსის ანთება), ან სისხლის ინფიცირებით (სეფსისი) დასრულდეს. ასეთ შემთხვევაში კლინიკაში სერიოზული მკურნალობის ჩატარებაა საჭირო.
და კიდევ ერთი საშიშროება - ჯიბლიბო შეიძლება შეგვეშალოს ქუთუთოს კიდის სხვა დაავადებაში. მაგალითად, სიმსივნური წარმონაქმნი, ან ხოშკაკალა (ქალაზიონი). ამ უკანასკნელის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი.
ჯიბლიბოს მკურნალობაჯიბლიბოს ნიშნების გაჩენისას უსათუოდ მიაკითხეთ ექიმს, რათა სხვა დაავადება არ შემოგეპაროთ. თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ჯიბლიბოსთან გაქვთ საქმე გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები: პირველ რიგში შეწყვიტეთ ყველანაირი კოსმეტიკური პროცედურა, არ სცადოთ ჩირქის გამოდევნა, ან რაიმე სხვა სახის დაზიანება. დასაწყისში სანამ ჯიბლიბო დამწიფდება შესაძლებელია მისი სპირტით, ან ბრილიანტის მწვანით დამუშავება, ჩაიწვეთეთ თვალის ანტიბიოტიკური წვეთები, ან წაისვით მალამო. დასაწყისში მიზანშეწონილია მშრალი სითბოს პროცედურების ჩატარება. თუ ორგანიზმის ტემპერატურის მატება აღინიშნება, რეკომენდებულია ზოგადი ანტიბიოტიკები. თუ არ არის ტემპერატურის მატება - შეიძლება კლინიკაში ულტრაბგერითი ფიზიოპროცედურების ჩატარება. კლინიკური სურათის დამძიმებისას შემთხვევაში რეკომენდებულია უფრო ძლიერი თერაპიული ღონისძიებების ჩატარება.
ჯიბლიბოს პროფილაქტიკამოითხოვს ჰიგიენური პირობების დაცვას: ისარგებლეთ მხოლოდ საკუთარი კოსმეტიკით, ნუ ეხებით თვალებს ჭუჭყიანი ხელებით, ყურადღება მიაქციეთ იმუნიტეტს _ მიიღეთ ანტიოქსიდანტები.
მასალა მოამზადა ლადო ბალიაშვილმა This post has been edited by mtvareuli on 14 Jun 2009, 12:06
MED.GE ქართული სამედიცინო პორტალი...