პირადი გამოცდილებით ვილაპარაკებ პრიუსზე.
გააჩნია სად ყიდულობ. აქ თუ უნდა ჩამოიყვანო?
თუ აქ ყიდულობ, ეცადე მაქსიმუმ 150მლ გარბენით ნახო მანქანა.
თუ აქ ყიდულობ, რამოდენიმე სერვისში მიიყვანე და 2-3 კაცმა მაინც შეგიმოწმონ მანქანა.
თუ აქ ყიდულობ, მანქანა ააწევინე და ქვემოდან ზეთის ლაქები ნახეთ.
თუ ჩამოგყავს:
- 100მლ-ზე ნაკლები გარბენით მოძებნე.სულ რო ერთ და იმავე ბიუჯეტში მოგდიოდეს 2014-იანი 185 მილით ან 2010-იანი 98 მილით, მგონი ხვდები რომელიც უნდა იყიდო. 2018-ში რომ ვყიდულობდი იმ თანხაში მშვენივრად მომივიდოდა 2012-2013-იანიც, მაგრამ ძირითად ყველას 140-მილზე მეტი ჰქონდა გარბენი. შემთხვევით წავაწყდი 2010-იანს (პასპორტით 2009-იანი) 82416 მილით და დაუფიქრებლად შევიძინე.
- კომპლექტაციას აღარ მიაქციო ყურადღება, მთავარია გარბენი და დაზიანების ტიპი
- ყიდვამდე არ დაგენანოს 6 ლარი და კარფაქსები შეიძინე. დააკვირდი რამდენი ოუნერი ჰყავდა მანქანას, რა ინტერვალით გადიოდა სერვის და მერე toyota.com/recall-ზე შეამოწმე უკან გაწვევის კამპანიები გავლილი აქვს თუ არა? (პრინციფში ეგ წესი აქ ნაყიდ მანქანაზეც ვრცელდება)
ახლა რაც ეხება გამოყენებას.
ბევრს არ ვილაპარაკებ, ალბათ შენითაც მიხვდები, რომ 82416 მილიან მანქანას არც ბატარეებზე, არც აბს-ზე, არც ინვენტორზე და არც სხვა არაფერზე პრობლემა არ ჰქონია. ვასხავდი მხოლოდ Liqui Moly MolyGreen 0w20 ზეთს და Premium-ზე ნაკლებს არაფერს ვასხავდი. 2 წლის და 3 თვის მანძილზე არაფერი გაფუჭებულა. კალოდკები შევუცვალე ერთხელ. ჩემთვის ერთი დიდი პლიუსი იყო ის მანქანა, თან ბევრი აქსესუარი მოჰყვა ( 1 პატრონი ჰყავდა ამერიკაში და გაძარცვული არ იყო ).
მინუსებიდან რავი რა გითხრა - მაღალია და ჟელესავით რბილია, შესაბამისად ჯიგრულად ყანყალებს გზაზე.
ხმის იზოლაცია 0-ის ტოლფასი.
სალონი პლასტმასის და ცივი. ჩემსას ტყავის სავარძლები ჰქონდა და გათბობა, ცოთას შველოდა მაინც ზამთარში.
გამავლობა, რავიცი - ზამთარში ბლიზაკებს რო დავუყენე, ბაკურიანში არცერთხელ არ გამჭირვებია აღმართში და თან მოუწმენდავში (ვილა მონტეს აღმართი ვინც იცით ლაიქ)
წვა (ადამიანურად, როგორც ეკადრება ნორმალურ ადამიანს და არა მღოღავს) - ზამთარში 7-8, ზაფხული 5,5-6,5, ტრასა 110კმ-თი 5,2
კი მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც ტრასაზე უფრო ნაკლები დაახარჯინა ვიდრე ქალაქში.
ტევადობა სალონის და საბარგულის - არის უძლიერესი მხარე ამ მანქანის.
ახლა სივიკზე დაწერონ