მაგრად მევასება სენდვიჩმეიქერი, მარტივად და გემრიელად ამზადებ რაღაცებს, მითუმეტეს ყველას გვაქვს დამღლელი დღეები და დაღლილები და მშივრები როცა ვართ, ხანდახან არ გვაქ დრო კერძების მზადება დავიწყოთ. ამ დროს მისწრებაა ეს მარტივი და გემრიელი ხელსაწყო.
არის რამდენიმენაირი სენდვიჩმეიქერი


ძალიან კომფორტული ტიპია, მაგრამ მგონია რომ ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მომტანი შეიძლება იყოს. ზედაპირის დაფარვა რა მასალაა, გაუგებარია. სავარადუდოდ ტეფლონის ტაფის დაფარვის მსგავსია ესეც. ე.ი. ოდნავ მაინც თუ გაიკაწრა (და ძალიან ადვილად იკაწრება), სერიოზულ ზიანს მოგვაყენებს. სავარაუდოდ ასეა.
არსებობს სხვანაირი სენდვიჩმეიქერიც, რომელიც ალუმინისაა და ალბათ ნაკლებად მავნებელი იქნება ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის.


თქვენ რომელს იყენებთ და რას აქცევთ ყურადღებას ყიდვისას?
ასევე, რეცეპტების გაზიარებაც კარგი იქნება.
* * *
ახლა ვეძებდი და ასეთი რამეები ვიპოვე.
არსებობს თუჯის სენდვიჩმეიქერი (უფრო სწორად ასე ქვია: Cast Iron Panini Pan with Press)

თან ტაფაა, თან პრესიც მოყვება და ორმაგი ფუნქცია აქვს. თან თუჯი ყველაზე ჯანსაღი და ჯანრმთელობისთვის უსაფრთხო თემაა.
არსებობს კემპინგის სენდვიჩმეიქერი, ძალიან მაგარი რამეა. ესეც თუჯისაა

კიდევ ერთი ვარიანტია, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვეულებრივი თუჯის ტაფა და ცალკე გამოიწეროთ ასეთი პრესი:


ესენი ბურგერის მოყვარულებსაც გამოგადგებათ (ბურგერის პრესი).