#59108491 · 9 Apr 2022, 12:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რეალურად რა არის ამჟამად საქართველოში რუსების მთავარი დასაყრდენი? მე მგონი პასუხი ძალიან მარტივია. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ წილები რუსულ ბიზნესებში. გასაგებია მე არანაირი საშუალება არა მაქვს მიახლოებითაც კი შევაფასო რამდენია მასეთი. მაგრამ სიტყვაზე ვთქვათ რამდენიმე ათასი. ეს მაინც სერიოზული ძალაა. აქ შედის რამდენიმე მსხვილი კრაკადილი - ლუკოილები, ბილაინები და ეგეთები. ეგენი შედარებით მარტივი მოსავლელია, იმიტომ რომ ჩანან, იძულებულები არიან, რომ ჩანდნენ. მე ივანიშვილსაც ამ კატეგორიაში გავიყვანდი სხვათა შორის. კიდევ არსებობს ალბათ მილიონზე მეტი, ვინც რუსეთიდან გამოგზავნილი ფულით არსებობს. ეგენიც სერიოზული პრობლემაა: სახელმწიფო რომ სახელმწიფოს გავდეს, ამათ დახმარებას გაუწევდა, მარა მეტი არაა ჩემი მტერი. ეს ხალხი ნამდვილად არის ქუჩაში გამომსვლელიც და არეულობის მომწყობიც, მაგრამ ამათგან საფრთხე შედარებით ნაკლებია. მართლა რეალური პრობლემის შემქმნელი ის რამდენიმე ათასია (სიტყვაზე) ვინც საერთოდ არ ჩანს, იმიტომ რომ ჩრდილოვან ბიზნესებში ზიან და თან ისეთი სასტავია მენტალურად, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი, თუ მათ ჩადებულ ფულს რამე დაემუქრება. ამათთან შედარებით ყველა ეს წვრილფეხა ვაიპოლიტიკოსი საერთოდ არაა ანგარიშგასაწევი.
ჰოდა პოლიტგანყში მე ამაზე თემა ვერ ვნახე და გადავწყვიტე გამეხსნა, იმიტომ რომ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი. მაინც და მაინც დიდ აქტივობას კი არ მოველი, აბა ვინ რა უნდა მოიფიქროს მაგაზე, არ ჩანს რამე კონკრეტული გამოსავალი. მარა მაინც უნდა იყოს მე მგონი.
|