#59108457 · 9 Apr 2022, 11:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რასაც ვაკვირდები ხალხი მსჯელობს და აზროვნებს ემოციებით..
ძალიან ბევრს არ სურს შიშველ ფაქტებს თვალი გაუსწოროს..
ტელევიზიებში მოსმენილი ემოციური მუხტით გაჟღენთილებს გონიათ საღად აზროვნებენ..
საკმარისია საპირისპირო აზრი და ეგრევე შეურაწყოფა, გინება, ნაცვლად კონკრეტული კონტრარგუმენტისა..
ეს ეხება როგორ რუსეთუმეებს, ისე მედასავლეთეებს..
და ამ დროს გვრჩება ჩვენი ქვეყანა, რომელიც ისევ ჩვენი, ქართველების მისახედია და არასოდეს, ვიმეორებ არასოდეს არავის არ სდომებია ჩვენთვის სიკეთე და კეთილდღეობა..
ამის გაგებაა რთული..
ტიპებს გონიათ დამპალი რუსეთი გვიშველის ან შეშფოთებებით შემოფარგლული დასავლეთი..
ამ დროს ორივეს თავისი მიზანი აქვს..
საქართველოზე რომელიმე ქვეყანას ოდესმე უზრუნვია? არა.. და ვერც ვერავის დაავალდებულებ..
ხოდა რაშია კრიტიკული აზროვნების განვითარების გასაღები?
--------------------
არსებობს ერთადერთი სიკეთე-ცოდნა, არსებობს ერთადერთი ბოროტება-უვიცობა
-------------------- ყველაზე მძიმე დანაკარგი - დროა
-------------------- არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
|