სულ ისმის საქართელოში მესამე ძალა, მესამე ძალა და აბა დავფიქრდეთ ვინ არის ეს მესამე ძალა?
ვეცდები ჩემებურად დავხატო.
მესამე ძალა ხალხს წარმოუდგენია, თეთრ ცხენზე ამხედრებული ვიღაც მითიური ჰერაკლე/ამირანი რომ მოვა და იხსნის ქვეყანას.
1) ნებისმიერი უცნობი ადამიანი ვინც პოლიტიკაში მოვა დაჭირდება სულ მცირე 5 წელი იმისთვის რომ თუნდაც 5%-იანი ბარიერი გადალახოს. ეგეც ძალიან დიდი ფული დაუჯდება
2) არც ერთი ცნობადი და პოპულარული მედია საშუალება არ მისცემს მას იმდენ დროს რომ უცებ მოიხვეტოს ელექტორატი
3) რომც გამოჩნდეს ეს ვიღაც "მესია" ეგრევე მიეკერება ჯაშუშობა (რუსეთის კაცია, ამერიკის კაცია და ა.შ)
4) და ყველაზე მთავარი: თუ ნებისმიერმა უკვე ცნობადმა სახემ(არაპოლიტიკოსმა) ამოიღო ხმა და მართლა გულით უნდა შეცვლა რაღაცის ეგრევე იწყება ასეთი ხალხის გაშავება და წარშულში ქექვა:
დვალი, აკია, ნიკოლოზ რაჭველი, ქათამაძე და ა.შ თუნდაც ეს მაგალითები ყოფნის რაც ბოლოდროინდელია.
ანუ თუ 2012-მდე ნაცების წასვლა გინდოდა და ეხლა ქოცების წასვლა გინდა ორივე მხარე დიდი გარჯით გაშავებს (ქოცი იყო ნაცი გახდა ან პირიქით)
ხოდა ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოვიდეს, ან ვინ უნდა იყოს ხომ ვერ მეტყვით???
პირადი მაგალითით:
არ მომწონდე შევარდნაძე და ყველაფერი გავაკეთე მის შესაცვლელად (კანონით)
არ მომწონდა მიშა 2009 წლიდან, თუმცა ნაცების მიღწევებსაც ვაღიარებ და მის დანაშაულებსაც, ამიტომ 2012-ში გავაცილე
არ მომწონს ქოცები 2015 წლიდან და ვაპირებ ასევე მათ გაშვებას.
ეხლა მე რომ პოლიტიკაში წავიდე(არ ვაპირებ

), ხომ მეტყვიან ქამელეონი ხარო?? ხომ დაიწყებენ ჩემი სტატუსების, თემების და წარსულის ქექვას??
დამპატიჟებს რომელიმე ცნობადი და ყურებადი მედია თავისთან?? დამითმობს დროს რომ ჩემი სათქმელი მივიტნო მოსახლეობასთან?
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.