სხვა რამე ვთქვი. ჩემი ძველი ნომერი ვინც იცის, და ძველ ტელეგრამზე გვქონდა ერთ დღეს კომუნიკაცია, მათთან ისევ ძველ ტელეგრამზე თუ გავაგრძელებ მესიჯობას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სხვა ნომერი მაქ, ანუ თუ აქტიური ვიქნები ძველი ნომრის ტელეგრამიდან, არ უქმდებათქო.
გუშინ ვცადე კიდევ ერთხელ ახალი ნომრით ტელეგრამის გაკეთება და ამჯამად უკვე გამომიგზავნა დასტურის კოდი და შევედი. ოღონდ ახალი სუფთა აქაუნტი კი არ დამხვდა, მინიმუმ სამი უზერის ჩათები, კონტაქტები ეტც

. ანუ, ძველი პატრონის, იმის წინა და კიდე იქით ვისაც ქონდა. რუსულ, ესპანურ.. სხვადასხვა ენებზე. მალ-მალე იცვლიდნენ ნომრებს ეტყობა

. პატიოსნად წავშალე წაუკითხავად (მანამდე წამიერად გადავხედე, რამე ნუდები ხო არ იყო

). მერე მათი კონტაქტები რომ ემატებოდნენ, მაინც მოდიოდა ჩემთან და სინქრონიზაცია წავუშალე ძველებს. იმედია აღარ დამიბინძურდება აწი.
დასკვნა: ნომერს რომ აღარ ფლობ, ჯობია ეგრევე სეთინგებიდან წაშალო, ან შეცვალო ნომერი, თორემ ამ ნომრის ახალმა პატრონმა ტელეგრამის გაკეთება თუ გადაწყვიტა ყველა შენი კონტაქტი და მიმოწერა ექნება

.
This post has been edited by buenos on 27 Feb 2026, 20:35