#59133575 · 16 Apr 2022, 02:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ss.ge myhome.ge gancxadebebi.ge livo.ge საიტები და თქვენი უბნის საერთო ფეისბუკ გვერდი თუ გაქვთ იქ დადეთ. ნორმალური სურათები დადეთ ოთახების. მაკლერებს დაუკავშირდით თუ ადგილზე არ ცხოვრობთ, 400დოლარი მაინც მიაქვთ მათი გაყიდული ბინიდან. მე როცა ვყიდულობდი ბინას უფრო პატრონის დადებულ განცხადებებს ვათვალიერებდი. საბურთალოზე ვეძებდი ძველ ერთოთახიანს. სარემონტოები შარშან 30 ათასადაც შემხვდა ვაჟაზე და დოლიძეზე ცოტა სიღრმეში, საშუალო ფასი 35 იყო. ფაქტიურად აივნის ხათრით ვიყიდე ბინა, ცოტა გადიდებული ქონდა მეპატრონეს და მომეწონა. წელს ფასებს რომ ვუყურებ 3 ათასი მაინც მოიმატა.
|