" 1918 წელს გოგი და მაგოგი საბოლოოდ წამოვიდნენ ურმიიდან.
როცა ქალაქში ერთი სალდათიც აღარ დარჩა, ხოლო იქვე გორაკებიდან უკვე ოსმალები და ქურთები ჩამოდიოდნენ, მრისხანე და ჟინიანი ეპისკოპოსი პავლე ისევ თავისას გაიძახოდა:
– არ წავალ! სადაც რუსის წმინდა სისხლი დაიღვარა, რუსეთის გულიც იქ არის. არ წავალ! ვერ გამიბედავენ!
გაუბედეს. მართლმადიდებელთა კლდეს მუსლიმანთა ადუღებული ზღვა მიადგა. მიადგა, შეანგრია და შევიდა. ფარჩის ანაფორაში გამოწყობილი ამაყი და ლამაზი ვაჟკაცი თხუთმეტ წამებულთა ეზოში გამოიყვანეს და კაიდარ-მოლას წინ დაუყენეს.
– ალაჰ, ილ ალაჰ! – სთქვა კაიდარ-მოლამ და ერთ მოხუცებულ თათარს მიუბრუნდა: – მაშადი იზათ, ეს მხეცი შენია. – და იისფერ ანაფორაზე მიუთითა.
მაშადი იზათმაც ახსენა ალაჰ, დაიმკლავა და ის ანაფორა იმავე ალაგზე დაჰკლა, სადაც იმავე ანაფორამ მის ლამბალოს სული ამოართმევინა.
იმავე დროს ასი ათასი გადარჩენილი აისორი დოქტორ შეედის წინამძღოლობით უზარმაზარ დაგლეჯილ ურჩხულივით მიიკლაკნებოდა ჰამადან-ბაღდადისკენ, რათა განრისხებულ მუსლიმანთა კლანჭებისათვის დაეღწიათ თავი და უკვე ერაყში დამჯდარ ინგლისელებს შეხიზნებოდნენ. მიჩოჩავდნენ უდაბნოში ასურელები, ვითარცა ეგვიპტიდან გამოსული ურიები, და გზაში შიმშილის, ქურთების მახვილისა და მრავალნაირი სენის მეოხებით დილით-დილამდე რამდენიმე ასეულ დავრდომილსა და დახოცილ თანამოძმეს ჰკარგავდნენ. დოქტორი შეედი სხვებზე ადრე წააქციეს. მკვდრებს არც კი მარხავდნენ, დავარდნილებს ვერ შველოდნენ და არც უკან იხედებოდნენ. ნახევარი გასწირეს, სამშვიდობოს გავიდნენ და "ურიათა გამოსვლა" განიმეორეს, მაგრამ ვაი იმ გამოსვლას!
ბედი-მდევარი სხვებსაც ურმით დაეწია და ახალი რუსეთის წითელ ჟინჟღალზე დასწვა:
გენერალ ჩერნოზუბოვს ულმობელმა ბედმა კავკავში ჩასჭიდა ბასრი კლანჭები.
კომენდანტი ბერეზოვსკი ხარკოვში გახვრიტა წითელმა ტყვიამ.
კონსული ნერატოვი ციმბირში გაიყინა, ხოლო მისი მდივანი ვოლგაში დაიხრჩო.
საზარელ არს ყივილი განგების ეთიკისა!
დიდ არს ძალა ბედი-მდევრისა!
"პ.ს გამგები გაიგებს !
This post has been edited by 918 Spyder on 17 Jul 2015, 00:25
In truth, there was only one Republican and he was shot dead in 1865.
http://notepad.cc/share/52pwgAOVmb
http://notepad.cc/share/5cj9gyyHAR
"ძმურად, შენი ნომრით ოდნოზე დავრეგისტრირდები" სასტავმა არ მომწეროთ.©