Distortion
საინტერესოა
ნევროზი კლინიკურად ვლინდება მრავალფეროვანი სიმპტომებით და შესაბამისად არსებობს მისი სხვადასხვა კლასიფიკაცია, ძირითადად გამოყოფენ შემდეგ ტიპებს:
შფოთვით - ფობიური დარღვევებისადაც წამყვანი ჩივილია შიში, არამოტივირებული შფოთვა, ან მეტად ფოკუსირებული, თუმცა ირაციონალური ფობია . ხშირად ვლინდება:
განგაშის მდგომარეობა
დაძაბულობა, გაღიზიანება, ნევროტულობა
მოდუნების გაძნელება
კუნთური დაჭიმულობა და ტკივილი
ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, მერყევი არტერიული წნევა
ვლინდება ფსიქოვეგეტატიური პანიკური შეტევები
იპოქონდრიული ნევროზირაიმე დაავადების არსებობის უსაფუძვლო შიში
აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ხასიათდება:
განმეორებადი, არაკონტროლირებადი ფიქრებითა და შეგრძნებებით
ხშირი, აკვიატებული რიტუალური ქცევებით, რომლებიც აკვიატებული-ობსესიური ფიქრებით გამოწვეული დაძაბულობის განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა. გვხვდება სისუფთავის, საგნების დათვლის, ხელების დაბანის აკვიატებული ქცევები
ასთენიურ ნევროზს(ასთენია ნიშნავს გამოფიტვას ) ახასიათებს:
აუხსნელი მუდმივი დაღლილობა
შრომისუნარიანობის, კონცენტრაციის, ათვისების უნარების დაქვეითება
გუნება- განწყობის ხშირი ცვალებადობა
ცრემლიანობა
ძილის დარღვევა
ასეთი ადამიანი თავს არიდებს სხვადასხვა აქტივობას და ამით ცდილობს შეამციროს შინაგანი კონფლიქტი.
ნევროზული დეპრესია ხასიათდება:
დაზარალებულობის, მიტოვებულობის შეგრძნებით
სიხარულის განცდის დაკარგვით
ძილის დარღვევით(ჭარბი ძილიანობა ან უძილობა)
სომატოფორმული ნევროზები ხასიათდება იმ შინაგანი ორგანოების ფუნქციური დარღვევით, რომლებიც რეგულირდება ავტონომიური ვეგეტატიური სისტემით (გულსისხლძარღვთა, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი, ბრონქიალური, ოფლის გამომყოფი სისტემები)
ისტერიული ნევროზის დროს ვლინდება პიროვნების ხასიათობრივი თავისებურებები:ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი
სხვადასხვა ნევროლოგიური და ორგანული დაავადებების იმიტაცია: სისუსტე კიდურებში, კოორდინაციის, მეტყველების, მხედველობის დარღვევები
ცნობიერების ინტეგრაციული ფუნქციის ცვლილებები - ფსიქოლოგიური ამნეზიები, პიროვნების გაორება და სხვა