ვიკიპედიიდან ჯერ:https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%...%83%9B%E1%83%98რაშიზმი (ინგლ. Russia, Russian — წარმოითქმება „რაშა“, — და იტალ. fascismo — ფაშიზმი, რომლისგანაც აღებულია დაბოლოება -იზმი), ანუ რუსული ფაშიზმი — რუსეთის მმართველი რეჟიმის XXI საუკუნის პირველი მეოთხედის პოლიტიკური იდეოლოგია და პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება „განსაკუთრებულ ცივილიზაციურ მისიას“, „მოძმე ერის უფროსობას“, შეუწყნარებლობას სხვა ერების კულტურის ელემენტებისადმი, ასევე საბჭოური ტიპის ტოტალიტარიზმსა და იმპერიალიზმს, რუსული მართლმადიდებლობის ზნეობრივი დოქტრინის სახით გამოყენებას და ზემოქმედების გეოპოლიტიკურ ელემენტებს, პირველ რიგში ენერგომატარებლების მეშვეობით.
რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი ამტკიცებს, რომ რუსული ფაშიზმის იდეოლოგიას აქვს ბევრი მსგავსება გერმანულ ფაშიზმთან (ნაციზმთან), რადგან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლები ასახავენ ადოლფ ჰიტლერთან მიახლოებულ იდეებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, ანდრეი დანილოვმა განაცხადა, რომ პუტინის გარემოცვა საუბრობდა იმაზე, რომ პრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა არანორმალურია.
ისტორიატერმინმა არაოფიციალურ გავრცელება ფართო წრეებში 2008 წელს ჰპოვა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს. ამ ტერმინის გავრცელების განმეორებითი ტალღა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, Boeing 777 თვითმფრინავის 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის მახლობლად ჩამოგდებისა და 2014 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს დაიწყო.
„რუსული ფაშიზმის“ ცნების შესწავლა დასავლეთში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აგრეთვე, ამერიკელი ავტორები ხედავდნენ რუსული ფაშიზმის მატარებელს ვლადიმერ ჟირინოვსკიში.
ტერმინი პირველად აღნიშნული იყო გერცენის მიერ რომანში „წარსული და ფიქრები“ (1868), „რუსეთიზმის“ ფორმით, რუსეთის მთავრობაში ექსტრემისტული მიმდინარეობის აღსანიშნავად. ტერმინ „რაშიზმი“-ს („რუსიზმი“) იდეოლოგიური აღორძინების ავტორია იჩკერიის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი, რომელიც განიხილავდა რუსის ძირითად თვისებას კავკასიაში რუსეთის ტერიტორიულ ექსპანსიაში.
რაშიზმის ძირითადი ნიშნები და თვისებებირაშიზმის, რომელიც უკვე სრულად ჩამოყალიბდა ოფიციალურ იდეოლოგიად, საფუძვლად დევს უფლების ძალის უარყოფა და ძალის უფლების მტკიცება, უპატივცემულობა მეზობლების სუვერენიტეტის მიმართ და თვითდამკვიდრება განუკითხაობისა და ძალადობის ხარჯზე. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ეს თვისებები დამახასიათებელია რუსეთის ხელისუფლებისათვის, იგი მემკვიდრეობით გადმოღებულია ოქროს ურდოსგან. რაშიზმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის იდეოლოგია რუსების, როგორც „ღვთის რჩეულთა“ ერის შესახებ.
რუსი ისტორიკოსის ალექსანდრე სკობოვის აზრით, რაშიზმი წარმოადგენს დიდმპყრობელური შოვინიზმის, საბჭოურ წარსულზე ნოსტალგიისა და ბნელეთის მართლმადიდებლობის ეკლექტიკურ ნარევს. აგრეთვე, რაშიზმი ხასიათდება პიროვნებისადმი უპატივცემლობით, პიროვნების უმრავლესობაში „დაკარგვისა“ და უმცირესობების დათრგუნვისადმი სწრაფვით. რაშიზმს ახასიათებს ნიჰილიზმი დემოკრატიული პროცესებისადმი, ვინაიდან „ყოველივე ეს მხოლოდ ნატიფი მანიპულაციების ინსტრუმენტია“ (თავად რაშიზმი უპირატესობას ანიჭებს უხეშ მანიპულაციებს). რაშიზმი გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ „ხალხური სული“ და „უზენაესი საერთო ინტერესი“ ვლინდება არა ფორმალური არჩევითი მექანიზმების გამო, არამედ ირაციონალურად, მისტიკურად - ბელადის გამო, რომელმაც შეძლო გამხდარიყო ასეთი იმიტომ, რომ შეძლო ყველა დანარჩენის დამარცხება.
პოლიტოლოგი ეტანსლავ ბელკოვსკი ამტკიცებს, რომ რაშიზმი ინიღბება ანტიფაშიზმად, მაგრამ მას აქვს ფაშისტური სახე და არსი. პოლიტოლოგი რუსლან კლუჩნიკი აღნიშნავს, რომ რუსული ელიტა თავს უფლებას აძლევს ააგოს საკუთარი „სუვერენული დემოკრატია“ დასავლურ სტანდარტებზე მითითების გარეშე, მაგრამ სახელმწიფოს შექმნის რუსული ტრადიციების გათვალისწინებით. ადმინისტრაციული რესურსი რუსეთში დემოკრატიული ფასადის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის მიღმაც იმალება მოქალაქეთა ნების გამოვლინების აბსოლუტური მანიპულირების მექანიზმი.
ემბლემარუსების მიერ უკრაინაში შეჭრის დროს სამხედრო ტექნიკაზე დატანილი განმასხვავებელი სიმბოლო
ომის სიმბოლოს სახით ასო „Z“ გამოიყენებოდა რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის ნიშნად. ჩეხეთის მთავრობამ ნიშანი „Z“, როგორც ნაცისტური სვასტიკის ექვივალენტი შეაფასა, მაშინ, როდესაც ყირგიზეთმა და ყაზახეთმა აკრძალეს „Z“ სიმბოლოების საჯარო გამოყენება სატრანსპორტო საშუალებებზე.
ზოგადად სიმბოლო „Z“ პროპუტინისტურმა და პროსამხერდო სამოქალაქო პირებმა, როგორც პუტინისადმი სიყვარულისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამოვლინება მიიღეს. მაგალითად, კუზბასის გუბერნატორმა, სერგეი ცივილევმა, შეცვალა ოლქის დასახელება და ჩაანაცვლა რუსული „з“ ლათინურ ასო „Z“-თი (კუZბასი). სხვა მაგალითია: როსკოსმოსის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი როგოზინმა დაიწყო საკუთარი გვარის დაწერა როგორც „როგოZინი“.
ადგილობრივმა საქალაქო საბჭოებმა რუსეთში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მხარდამჭერი ფლეშმობები დაიწყეს, სადაც გამოსაჩენ ადგილზე გამოსახული იყო სიმბოლო Z. რუსული პროპაგანდისტული მასმედია აზიარებდა სოციალურ ქსელებში მრავალრიცხოვან ვიდეორგოლებს, რომლებზეც აღბეჭდილია „Z“ სიმბოლოიანი შავ პერანგებში ჩაცმული ახალგაზრდების ფლეშმობი, რომლებიც გაიძახიან „რუსეთისათვის, პუტინისათვის!“. სახელმწიფო დუმის წევრმა, მარია ბუტინამ უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად დაიხატა ასო „Z“ თავის პიჯაკზე და მოუწოდა სხვებს ასევე მოიქცნენ.

-------------------
რაც არ წერია ამ სტატიაში ისაა, რომ ძირითად იდეოლოგად რაშიზმისა მიიჩნევა ალექსანდრ დუგინი
რაც შეეხება ქართველ რაშისტებს:
1. საინფორმაციო ფრონტზე ლიდერობენ ე.წ.
ალტინფოელები 
2. და იდეოლოგიურ-ფინანსურ ფრონტზე ბატონი ლევან ვასაძედა მისი ორგანიზაცია
'ერი' ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ასევე უამრავი სოცმედია ჯგუფი და წვრილწვრილი სატელიტი.რაც შეეხება ინაშვილ-თარხანას დაჯგუფებას, მე პირადად არ მივაკუთვნებდი რაშტებს, ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური რუსეთუმეები არიან.
--------------------------
ასე რომ, შეგვიძლია აქტიურად და ღიად გამოიყენოთ ტერმინი რაშიზმი, რაშისტი, უკვე ოფიციალურია
Attention is all you need.