ომის მეორე ფაზის დაწყების პირველი 7 დღის შეჯამება (უკანასკნელი 48 საათი)
განსხვავებით საომარი მოქმედებების პირველი ფაზიდან, რომელიც უკრაინის სიღრმეებში ვითარდებოდა, საკვანძო მაგისტრალების გავლით, რაც საშუალებას ტოვებდა, მტრის ზურგში აღმოჩენილიყო უკრაინული ძალები და მოსახლეობა, შესაბამისად ღია წყაროებიდან მეტი ინფორმაცია მოგვდიოდა და ანალიზის გაკეთებაც შედარებით მარტივი იყო, ახლა შეტაკებები ვითარდება გაშლილ ფრონტის ხაზებზე, სადაც, ძირითად შემთხვევაში, ზურგში მოწინააღმდეგე მხარეებს, თავისი ქვედანაყოფები ყავთ, აქედან გამომდინარე ნაკლებად ჟონავს კადრები, თუ კონკრეტულად რა ტერიტორიებზე, რა ინტენსივობით და რა ძალებით ვითარდება შეტევები.
მიუხედავად ამისა, ზოგადი ფონის წარმოსადგენად საკმარისი ინფორმაცია ჟონავს, რაც გარკვეული დღეების შუალედის შემდეგ, შედარებით ზუსტ რეალობას ასახავს.
მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსების ფრონტალური შეტევის ყველა მიმართულება მძიმე შედეგით მიმდინარეობს რუსეთისავის, კოლოსალური დანაკარგების ფონზე მინიმალური წინსვლა(ზოგ მიმართულებაზე) ან საერთოდ ძვრა არ აქვთ. რუსებს დარჩათ ძალიან ცოტა დღე, რომ რამე ხელმოსაჭიდ შედეგს მიაღწიონ, რადგან როორც კი უკრაინა მიიღებს დიდი რაოდენობით დასავლურ შემტევ იარაღს, მანდ რუსების უპირატესობა დასრულდება და მთლიანად ინიციატივა გადავა უკრაინის ხელში.
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ფრონტის ხაზზე განვითარებულ მოვლენებს
1. ქალაქი ხარკოვი - ხარკოვის გარშემო, რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინული ძალების შებოჭვის ოპერაციებს, რაც გარკვეულწილად გამოუდით კიდევაც, უკრაინა ამ დრომდე ბოლომდე ვერ ახერხებს ხარკოვიდან დიდი ძალების მოხსნას და მის გადასროლას სხვა მიმართულებებისადმი, რაც ამჟამად უმტავრესი ამოცანაა რუსული არმიისათვის, თავად ძალიან კარგად იციან რომ ხარკოვის აღება უტოპიაა და ამისი იმედი არამგონია თავადაც ჰქონდეთ.
ამავდროულად, გრძელდება რუსული არტილერიის მუშაობა ხარკოვის გარეუბნებში, აღმოსავლეთ მიმართულებით, ზოლოჩივის, ჩუგუგუევის და მალინივკას დასახლებებში, რაც უფრო პრევენციული ხასიათისაა, რომ უკრაინელების კონტრშეტევა მაქსიმალურად შეაკავონ.
საპასუხოდ, ქალაქ ხარკოვის ჩრდილოეთით უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა, რის შედეგადაც 4 დასახლება გაათავისუფლეს და კიდევ უფრო მიუახლოვდნენ რუსეთის საზღვარს, სადაც ზედ უშუალოდ რუსეთის საზღვარზე არსებულ დასახლებულ პუნქტსღა აკონტროლებენ რუსები(კოზაჩა ლოპანი), მოკლედ ამ მიმართულებაზე ინიციატივა უკრაინელების ხელშია, უახლოეს მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ კონტრშეტევის განვითარება ალისივკას მიმართულებით(რუსეთის საზღვრის წმენდის გაგრძელება)
2. იზუმის მიმართულება - იზიუმის რაიონის სამხრეთით რუსები ავითარებენ 2 შეტევით მიმართულებას, პირველი ეს არის იზიუმიდან სამხრეთ-დასავლეთით ბარვინკოვეს და სამხრეთით სლავიანსკის მიმართულები (რუსები ცდილობენ სლავიანსკის სრულ ან ოპერატიულ ალყაში მოქცევას). ბრავინკოვესკენ, ნოვა დმიტრივკასთან რუსების შეტევითი ოპერაცია შეაჩერეს უკრაინლებმა, ხოლო სლავიანსკისკენ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს რუსებმა, კერძოდ, სადაზვერვო ჯგუფებმა წარმატებით შეძლეს დიბრივნესა და კორულკას გვერდის ავლით პაშკოვეს დასახლებამდე გასვლა, რითაც დაახლოებით 9 კმ-მდე მანძილზე მიუახლოვდნენ სლავიანსკის მომარაგების მთავარ სარკინიგზო მაგისტრალს. ადგილზე ახლა გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს, რათა რუსებმა ვერ შეძლონ მომარაგების კვანძის ხელში ჩაგდება.
ამავდროულად, იზიუმი აღმოსავლეთით რუსებმა შეძლეს ლოზოვეს დასახლების დაკავება, რაც ზრდის საფრთხეებს სლავიანსკისკენ შეტევა დაიწყოს ქალაქის ჩრდილოეთ მიმართულებიდანაც. ამ მიმართულებაზე ძალიან აქტიურობს რუსული ავიაცია და დღეს უკრაინელებმა შეძლეს კიდევ ერთი რუსული სუ-34-ის ჩამოგდება. მოკლედ, ამ მიმართულებაზე ჯერ სიტუაცია ძალიან რთულია, უკრაინელები უდიდეს წინააღმდეგობას წევენ, რუსებს ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ, თუმცა დიდი რესურსის გამო(დაახლოებით 20 000 სამხედრო ასკდება შუბლით უკრაინულ თავდაცვას 4 მიმართულებაზე) კვლავ აქვთ მცირედი, მარა შესამჩნევი წინსვლა, უკრაინამ თუ შეძლო წარმატებით კიდევ დაახლოებით 10 დღე ამ მიმართულებაზე რუსების მოგერიება, რუსულ არმიას შეტევითი პოტნციალი გამოელევა და უკრებს შანსი მიეცემათ კონტრშეტევით აღარდგინონ დაკარგული ტერიტორიები, ამ დროისთვის ძალიან რთული ვითარებაა და საჭიროა მისი სტაბილიზება.
3. რუბიჟნე-სევეროდონეცკის მიმართულება - სლავიანსკისკენ შეტევითი ოპერაცია გრძელდება ლუგანსკის ოლქიდანაც. კერძოდ, სლავიანსკიდან აღმოსავლეთით ქალაქ კრემინას აღების შემდეგ, რუსებმა დაიწყეს შეტევა ქალაქ ლიმანის მიმართულებით, ინტენსიური შეტაკებები შედეგად რუსების წინსვლა შეჩერებულია, თუმცა მათ შეძლეს ქალაქ ზარიჩნიეს აღება, რაც მომავალი შეტევისათვის პლაცდარმს წარმოადგენს. აქაც საკმადო რთული და საყურადღებო ვითარებაა, უკრაინული არმია ამ დრომდე ახერხებს რუსების ძირითადად შეკავებას, თუმცა აქაც ძალიან დიდი რესურსები აქვთ რუსებს მობილიზირებული, უმძიმესი და გარდატეხი ბრძოლები იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში. უშუალოდ ქალაქ რუბიჟნესა და სევეროდონეცკში სიტუაცია უცვლელია, რუსები შუბლით ასკდებიან, აქვთ ძალიან დიდი დანაკარგები, თუმცა არანაირი წინსვლა.
4. პოპასნას მიმართულება - მასირებული იერიშები გრძელდება, სადაც მცირე წარმატებეებით რუსები აგრძელეებენ ქალაქის გარეუბნებში ან მიმდებარე მცირე დასახლებებში შეტევებს და ურბანული ზონების განადგურებას, არანაირი მნიშვნელოვანი წინსვლა ამ მიმართულებაზე, მძიმე დანაკარგების ფონზე, ფაქტიურად დგანან.
5. ავდეევკა-დონეცკის მიმართულება - რუსული ძალები, წარუმატებლად ცდილობენ, შეტევითი ოპერაციის წარმართვას დონეცკის ოლქის ავდიივკას, პისკის და მარინკას დასახლებების მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების დონეცკის ოპერატიული ძალები აგრძელებენ მედგარ წინააღმდეგობას.
6. მარიუპოლი - ქალაქში კვლავ უკიდურესი ვითარებაა, გრძელდება აზოვსტალის ტერიტორიის დაბომბვები, სავარაუდოდ რუსები აპირებენ მასზე ხელახალი სამხმელეთო ოპერაციის დაწყებას, თუცმა გმირი ქალაქის დამცველები მედგრად დგანან და აგრძელებენ ბრძოლას.
უკრიანული მხარე ითხოვს მარიუპოლიდან მოსახლოების ევაკუაციას და ამისათვის რუსულ მხარეს მარიუპოლის ტერიტორიაზე სთავაზობს მოლაპარაკებების გამართვას, პარალელურად კი, ზელენსკიმ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები, სადაც განიხილეს მარიუპოლიდან თურქული სამხედრო ხომალდების დახმარებით მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა.
დღეს, რუსეთი თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეს ღამის 2 საათამდე აზოვსტალის ბუნკერებიდან მოქალაქეებს შეეძელბათ ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით უსაფრთხოდ გასვლა, თუმცა როგორი სანდოა რუსეთის მსგავსი დაპირებები, უკვე არაერთხელ ვნახეთ.. აქ მოსალოდნელია ქალაქის დამცველების მიერ ქალაქის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გააქტიურება და რუსების ჩასაფრებებით განადგურებების გახშირება, რუსული და სეპარატისტული ძალების დაახლოებით 40-50% მოხსნეს ქალაქიდან და გადაისროლეს მარინკას მიმართულებაზე(სადაც ძალიან უჭირთ რუსებს), ქალაქში შეიყვანეს როს გვარდიის ძალები, რაც ქალაქის დამცველებს კიდევ უფრო გაუადვილებთ წარმატებული მოქმედებებისა.
7. ზაპოროჟიეს მიმართულება - შეტევის მეორე ფაზის დაწყება განსაკუთრებით საგრძნობია ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც რუსები ავითარებენ 2 შეტევით მიმართულებას. პირველი, ეს არის ზაპოროჟიეს ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გულიაპოლისკენ და მეორე თავად ქალაქ ხარკოვის მიმართულებით, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ რუსული ძალების დაგროვება მიმდინარეობს, განსხვავებით გულიაპოლისკენ, სადაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედბები შეინიშნება.
სავარაუდოდ, რუსები ცდილობენ ერთი მხრივ დონეცკის მიმართულებიდან და მეორეს მხრივ გულიაპოლის მიმართულებით დაწყებული შეტევებით, დონეცკის უკრაინილი ძალების ალყაში მოქცევას, ხოლო ქალაქ ზაპოროჟიესთან ძალების დაგროვებით ბოჭავენ ქალაქში გამაგრებულ მნიშვნელოვან უკრაინულ ძალებს. ამ მიმართულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა(ისეთი, როგორც იზუმს) და აქაც უახლოეს 10 დღეში ძალიან დიდი ბრძოლები გველის.
8. ხერსონი- ხერსონის ოლქის უკიდურესი დასავლეთით, მიკოლაევისკენ საბრძოლო ინიციატივა უკრაინილი ჯარის ხელშია, მათ გასულ 24 საათში შეძლეს რუსული ძალების განდევნა 8 დასახლებიდან, რითაც კიდევ უფრო მიუახლოვდნენ სახმელეთო გზით ჩერნობაევკას, სადაც რუსები არიან გამაგრებული, თუმცა ინტენსიურად ხდება მათი დამუშავება უკრიანული მძიმე არტილერიის მიერ, უკრაინული ძალები ქალაქის შესასვლელიდან დაახლოებით 10 კმ სიშორეზე დგანან, დონბასზე რუსების დაწოლის ფონზე, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება ამ მიმართულებაზე უკრაინელების აქტიურობა.
რაც შეეხება ხერსონის ოლქის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთს, როგორც უკრაინული დაზვერვა აცხადებს, კრივოი-როგის მიმართულებით რუსებმა მძლავრ და მრავალრიცხოვან დაჯგუფებას მოუყარეს თავი და აპირებენ ქალაქზე შეტევის დაწყებას, რაც ჩემი აზრით უფრო ცრუ მანევრია, რათა ქაალქ ხერსონიდან უკრაინელების ყურადღება მიიქციონ და მაქსიმალურად შეანელონ ქალაქზე შესაძლო შტურმის ოპერაცია. ამ ეტაზე რუსეთს არ აქვს იმისი რესურსი, რომ კრივოი როგზე გაიწიონ.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევის მეორე ფაზაში - ბრძოლა დონბასისთვის- რუსებმა გადაწყვიტეს არა მთელს ფრონტზე მასირებული შეტევითი მოქმედებების ჩატარება, არამედ უკრაინულ თავდაცვაში ნაკლებად დაცული ხვრელების პოვნა და ადგილზე გარღვევებით, დონბასის ურკაინული ძალების ზონებად დაყოფა და ამ ზონების გამოსაკეტად განცალკევებული ალყების შეკვრა.
რა თქმა უნდა უკრაინელები ხვდებიან აღნიშნულს, სწორედ ამიტომ გარკვეული ზონებიდან ტაქტიკურ უკან დახვევებს და გადაჯგუფებებს ახორციელებენ, შემდეგ კი, რუსული შეტევის მოგერიებას კონტრშეტევით პასუხობენ.
ამავდროულად, ახლა არის ეტაპი, როდესაც უკრაინული საბრძოლო მარაგები უკვე დეფიციტს განიცდის და სანამ მათი მასიური შევსება და ჩანაცვლება მოხდება დასავლეთიდან მიღებული შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინლები ამჯობინებენ ნაკლებად გამართონ კონტაქტური დაპირისპირებები და არტილერიით იმუშავონ ძირითადად მიზნობრივად.
რუსებს, ვერც მეორე ფაზა დაიწყეს ისე, როგორც ეს მათ სურდათ, პრაქტიკულად ვერცერთ მიმართულებაზე ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი და მასშტაბური გარღვევის განხორციელება, თუმცა აქვთ გარკვეული მცირე წინსვლები.
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დასავლურ შეიარაღებაზე და მათ რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებაზე, რაც უკრაინელებს ფრონტზე მისცემს მნიშვნელოვან საცეცხლე უპირატესობას, როგორც სიზუსტის ისე მოქმედების სიშორის მხრივ.
ვიზუალურად დადასტურებულად ბოლო 48 საათში უკრაინულმა არმიამ გაანადგურა რუსებისა და სეპარატისტების ასეულობით მებრძოლი
საერთო ჯამში უკრაინელმა მებრძოლებმა რუსების 15-მდე შეტევა მოიგერიეს
განადგურებულია: მინიმუმ 20 ერთეული ტანკი, მინიმუმ 50 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი და სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო მანქანა, ჩამოგდებულია სუ-34, და 3 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი
პირველი 7 დღე უდაოდ უკრაინული არმიის აქტივში ჩაიწერება, რუსულმა არმია ყოველდღიურად ძალიან მძიმე დარტყმას იღებს, რათ მათ შეტევით პოტენციალს კიდევ უფრო აგდებს(რაც დრო გადის), რუსებს რჩებათ კიდევ დაახლოებით ორი კვირა
მთავარია რუსებმა ვერ შეძლონ სამხრეთის და ჩრდილოეთის ფლანგების გარღვევა (იზუმი და ზაპაროჟიე), დანარჩენი კი ფრონტის უშუალო ხაზზე უკრებში დარწმუნებული ვარ რომ შეძლებენ წარმატებულად შეტევების მოგერიებას(შემდეგი 2-3 კვირა იქნება კრიტიკული და მთავარია გაძლონ უკრებმა განსაკუთრებით ფლანგებზე).
დიდება ხლოპცებს, დიდება უკრაინას !!!
ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა
ზოგადი უკრაინა

და კონკრეტულად აღმოსავლეთ-სამხრეთის მიმართულებები
This post has been edited by DIDGORI-GEO on 25 Apr 2022, 23:48