ზოგადად უძილობამ იცის ჰალუცინაციები, არახალია
მაგრამ ნახევრად რომ გძინავს და ნახევრად ფხიზლად ხარ და სიზმარში გარდამავალ მდგომარეობას და ვიზუალურ გამოსახულებებს ხედავ თვალების დახუჭვისას, მსგავსი გქონიათ?
თვალს დავხუჭავ და ბუნდოვან სიზმარს ვხედავ, მაგრამ თან ვგრძნობ რომ საწოლში ვარ და თავი ბალიშზე მიდევს
წამიერად სიზმრის დიალოგებიც გაიელვებენ ხოლმე ძალიან ხმამაღლა
მერე თვალებს ვახელ და ისევ ოთახში ვარ, სიზმარი იფანტება ოთახის ჩრდილებში
მერე ისევ იგივე
ეს არ არის ფიქრი, აზრი და მოგონება
თითქოს ინაცვლებს შენი სხეული რომელიღაც სურეალისტურ ლოკაციაზე და ხედავ ადამიანებს, გზას, ხეებს, ზღვებს, ოთახებს, მათი ვიზუალი დამახინჯებულია, სახეები არარეალისტური, თითქოს გაღუნული, ლოკაციები ცისარტყელის ფერებშია
ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება და ენაცვლება კადრები ერთმანეთს, რომ მათ დამახსოვრებასაც ვერ ასწრებ
მეშინია და ვიღლები ამისგან, თავს ვიფხიზლებ, მერე ისევ თვალებს ვხუჭავ და გაურკვეველ მოძრავ, ფერად ფრაქტალებს ვხედავ, რადგან ძალით ვახშობ ამ სიზმრებში გადასვლას.
ეს ერთადერთი მომენტია, როდესაც მინდა მჯეროდეს, რომ გარდაცვლილი ადამიანები არ გვტოვებენ სამუდამოდ
რადგან ამ მომენტებში ყოველთვის ვეხმაურები და ვთხოვ რომ მშვიდად დამაძინონ