#59193895 · 5 May 2022, 13:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კლასიკური მუსიკის კონცერტზე დამპატიჟა მეგობარმა. მუსიკაზე არსოდეს მივლია, არც მუსიკალური განათლება მაქვს. ბაროკოს ფესტივალი იყო. იქ რაც მოვისმინე გადაატრიალა ჩემი ცხოვრება.
დაუკრეს სხვადასხვა ნაწარმოები მათ შორის ბახის ორმაგი ვიოლინოს კონცერტი რე მინორში (მგონი ასე ჰქვია). ქართველმა უნიჭიერესმა გოგო-ბიჭებმა შეასრულეს. განსაკუთრებით მოვიხიბლე ახალგაზრდა მევიოლინე გიორგი ქერელაშვილის შესრულებით. ზუსტად იმ ჩანაწერს ვერ გთავაზობთ მაგრამ აგერ მაგ კონცერტის უცხოურ ჩანაწერს გთავაზობთ.
ვუსმენდი და ცრემელბი მომდიოდა. ვერ ვხდებოდი რისი. ღვთაებრივი სილამაზე ერთი და ალბათ კიდევ იმისი, რომ ამ სიმახინჯეს რამდენი ადამიანი შევეწირეთ მსხვერპლად. მახინჯ გარემოსა და იდეოლოგიას. რისი თქმა მინდა. მთელი ჩემი ბავშვობა 90 იანი წლები და მანამდეც სირცხვილად ითვლებოდა ვიოლინოზე დაკვრა, მუსიკაზე სიარული, სწავლა, მეცადინეობა, სიბეჯითე.
ვუყურებდი ამ კაცს და ვფიქრობდი აი კაცი, აი ტალანტი, აი პიროვნება. კაცი რომელიც იკეთებს შესანიშნავ კარიერას.
და სად ყრიან ის ჭუჭყიანი და დაუბანელი ძველბიჭები უბანში რო პალაჟენიას ალაგებდნენ და გვიწყვეტავდნენ რა არის კარგი და რა არის ცუდი! აგერ გადავიხედები ფანჯრიდან და ალბათ ისევ იქ დგანან, სწავლას და მუშაობას უკადრისობენ დღესაც და სხვას ავალდებულებენ ლუდი უყიდონ.
ვინ შექმნა ასეთი მახინჯი ღირებულებათა სისტემა? დარწმუნებული ვარ ამაზე ნამუშევარია რუსული სპეცსამსახურების მხრიდან. დღესაც დღესაც მუშაობენ ისინი ჩვენი დეგრადაციისათვის.
This post has been edited by badrijan on 5 May 2022, 13:54
--------------------
ერთხელ გაჩნდე და ისიც გურჯისტანში?!
|