გამარჯობათ... ახალი ვარ ამ ფორუმზე. 16 წლის ვარ და დაახლოებით 5 წელია ამ ფორუმს თვალს ვადევნებ და ბევრი სასარგებლო და ასევე სულელური რამ ვისწავლე ამ ფორუმის დახმარებით

რაღცნაირად მომინდა გაწევრიანება და არც ვიცი რომელ განყოფილებაში ვწერ ამ თემას და იმედია მოდერები არ მიწყენთ და მაპატიებთ<< ძალიან ემოციური გახდა ეს ფორუმი ჩემთვის და კიდევ ესაა მიზეზი რატომაც გავწევრიანდი, 2004-2005-2006 წლის ნაწერებს რომ ვკითხულობ რაღაცნაირად პატარა კურცხალი ჩამომიგორდება თვალზე, ვფიქრობ ნეტა ეს ხალხი ახლა რას აკეთებს ან საერთოდ თუ არიან ცოცხლები.. მოკლედ იმედია გამარკვევთ ყველაფერში. ნუ არც ვიცი ამ პოსტს თუ ვინმე ნახავს..