#61485830 · 19 Aug 2024, 14:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი მეგობრებო. აგარაკზე სახლის მე-3 სართულზე არის მანსარდა, რომელიც გასაკეთებელია (მხოლოდ კოჭებია, იატაკი დასაგებია და კედლებიც გასაკეთებელია ხით). წინ და უკან ფიცრებითაა გაკეთებული. უკანა მხრიდან ფიცარი ცოტა მოძველდა და ნესტს/წვიმის წვეთებს ატარებს, ქარიც დარბის. ამიტომ, ამ ფიცრულის შიგნიდან მინდა, რომ 10-ანი ბლოკით ამოვაშენო ისე, რომ ფიცარს ხელი არ მოვკიდო (იერსახე ძალიან დამახინჯდება ფიცარი რომ მოვაძრო). თუმცა, ვფიქრობ, რომ ნესტს ისევ რომ გაატარებს, ამ ამოშენებულ კედელს გამიფუჭებს, ვერ გამოშრება. ამიტომ, მაინტერესებს, ხის ფიცარს და კედელს შორის რა შეიძლება, რომ ჩავაყოლო, რომ ფიცარმა ნესტი არ გამოატაროს. ტოლი ან რაიმე არის, რომ გავაკრა ფიცარზე შიგნიდან ან ბლოკის კედელზე?
This post has been edited by Amigo-Amo on 19 Aug 2024, 14:49
--------------------
მოშნი ზარანდია
|