
მეორე დღეა ქოცური პროპაგანდა აბოლებს ერს, რო თურმე საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში, უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების ამბავში..
მიდის "საქართველოს ფოსტის" დირექტორთან ჩართვები ყველა არხზე, კომენტარები ბობოლა ქოცებთან..მთელი ამბებია..
თან სათაური როგორ ჟღერს - "საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით"
სპეციალური გრაფიკები გააკეთეს ფოსტამ, ეკონომიკის სამინისტრომ და სხვებმა..
მთავრობის სტარტკომმა ლამის ყველა მუნიციპალიტეტი და თემი აიძულა, გადაეზიარებინა ეს "გრანდიოზული" ინფო ფეისბუკზე
დაჟე ღვანკითმა და ქვედა საზანომაც კი გააზიარეს
სოცქსელებში ქოცები ნიშნისგებით წერენ ..აი, რა უმადურია უკრაინელი ერი, ჩვენი ხელისუფლება რეებს უკეთებს, რამხელა დახმარებას უწევს მოძმე ერს და ეგენი რითი გვპასუხობენო
აი აი აი...
მართლა წერენ ამას ..

და, საიდან გაჩნდა ეს ტრუხა ინფო?
"საქართველოს ფოსტამ" გადმოაკატავა "უკრაინის ფოსტის" ოფიციალური ინფო რო ..იმ 191 ქვეყანას შორის, რომელთანაც უკრაინას საფოსტო კავშირი აქვს, ფოსტით გადაზიდვების რაოდენობით (ხაზს ვუსმავ მხოლოდ ფოსტით გაგზავნილ ტვირთებში) ლიდერობს საქართველო - ფოსტით 400 ტონა გაგვიგზავნია...
Відправити допомогу можна з Грузії, Польщі, Австрії, Чехії, Словенії, Словаччини, Ірландії, Кіпру, Вірменії, Угорщини, Гренсі, Естонії,Гібралтару, Джерсі.
ანუ რას ნიშნავს ეს?
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად, ბელგიამ მხოლოდ 40 ტონა გააგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში ფოსტით, ეს რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს რო საქართველოს ბელგიაზე მეტი დახმარება აქვს გაწეული უკრაინისთვის, იმიტო რო სხვა გზებით (არა ფოსტის გამოყენებით) იგივე ბელგიამ ათასობით ტონა ტვირთი გაუგზავნა უკრაინას..არგენინამ 4000 ტონა, გერმანიამ 10 000 , ბრიტანეთმა კიდე უფრო მეტი
უკრაინაში ფოსტით გადაზიდვებში მიზერული წილი აქვს, ჩვენზე პატარა ესტონეთს, მაგრამ ესტონეთმა რომლის მოსახლეობაც 1.2 მილიონია, 220 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას..მარა მაგათ მთავრობას ამაზე გრაფიკები არ გაუკეთებია და ###ური პიარი არ აუგორებია
აი, ამ სიქაჯეზე რო ააგებ პროპაგანდას, 400 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე, და რო არ გიტყდება, ძაან ტეხავს
არასოდეს დამავიწყდება დღეს, პარლამენტში და მთავრობაში მომსხდარი მამალი ქოცები..დიდი ნაცობის დროს, როგორ ამხელდნენ ხოლმე ასეთ სიყალბეებს..და კაიფობდნენ, მათ შორის ფორუმზეც..
ახლა და უკვე 10 წელია, იგივე და უარესი ###ობის კეთებით თვითონ არიან დაკავებულები..
აი, ერთ ადამიანს როგორ არ გაუჩნდა პროტესტი ან მთავრობაში ან სტარტკომში, რო ეთქვა რო არ ღირს ამ სირობის პროპაგანდაო?
მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, 400 ტონაზე გაცილებით მეტი ჰუმანიტარული ტვირთი იქნება დღეს საქართველოდან უკრაინაში გაგზავნილი ..
უბრალოდ ფოსტის გვერდის ავლით გაიგზავნებოდა იმ ტვირთის ნაწილი
მარა ამას ხო უნდა ცოტა ტვინის დაყოლება?
იმნაიშვილს არ უტყდება "ბიბისის სტანდარტის" ეს სათაური?
დაჟე მუნიციპალიტეტებს და ადმინისტრაციულ ერთეულებს, საჯარო მოხელეებს და მასწავლებლებსაც
დაავალეს პოსტის "გადაზიარება"
მთელი მობილიზაცია ჰქონდათ


კიდე ვინ გააზიარა..რაც უცებ ამოვარდა, დანარჩენის სერჩვა დამეზარა
პატარა ფოთის ადმინისტაციული ერთეული
ქალაქ კასპის ადმინისტრაციული ერთეული
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო/Assembly of Tsalenjikha municipality
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კეხიჯვრის ადმინისტრაციული ერთეული
ჩხარის ადმინისტრაციული ერთეული
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
განათლების კულტურის და სპორტის სამსახური
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია
შიდა ქართლის მხარე
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია/City Hall of Senaki Municipality
კასპის მუნიციპალიტეტის მერია
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო
თუზის ადმინისტრაციული ერთეული
არგვეთის ადმინისტრაციული ერთეული
დავით ბახტაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი / Davit Bakhtadze
ზედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია-Samtredia Municipality Hall
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია
ღვანკითს ადმინისტრაციული ერთეული
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
This post has been edited by guriaaa on 12 Apr 2022, 13:07