#59213304 · 11 May 2022, 07:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წინადადბა შემომაქვს, ამ ფორუმზე რუსეთი გამოვაცხადოთ ტერორისტულ სახელმწიფოდ და მოვიხსენიოთ ყველგან ტერორისტებად. ოკუპანტი და დამპყრობელი რომ ყოველთვის იყო, ეს დიდი ხანია იცის მთელმა მსოფლიომ. აგერ ლიტვის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ლიტვისთვის რუსეთი უკვე ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ ითვლება.
ვიღაც არაბი რომ სადღაც პარიზის თუ მარსელის მეტროში ბომბს ააფეთქებს, ის არის ტერორისტი და რუსეთი არა? მასიურად ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას უკვე მესამე თვეა. უმოწყალოდ კლავენ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. ამაზე დიდი და ამ მასშტაბის ტერორიზმი სადმე მომხდარა ოდესმე?
მთავარი თემა რომ არის ამ განყოფილებაში - რუსეთ უკრაინის ომი, კარგი იქნება მაგ სათაურშიც თუ შეიტანთ ცვლილებას და რუსეთის მაგივრად ნახსენები იქნება ხაზგასმით ტერორისტები.იქაც აუცილებლად დავწერ ამას და ბევრჯერ დავწერ.
This post has been edited by internazionale on 11 May 2022, 07:38
--------------------
ეგ კალჩოპოლიც ხო საკუთარი თავის გარდა ყველას დააბრალეს (youngstar)
ესენი რა ნამუსით საუბრობენ მსაჯებზე, მსაჯების გამო ვაფშე სერია ა-დან გააგდეს გუნდი (Biutiful)
იუვეს მუზეუმი ხო ცოდვის ბუნაგია, ჯალალ ედ დინს არ ექნებოდა სასახლეში იმდენი ნაძარცვი, რამდენიც იუვეს მუზეუმში ყრია (internazionale)
|