გორის მერია მორიგ სკანდალში ეხვევა - მოპარულია ხალხის ფული. სავარაუდოდ, მერიის მაღალჩინოსნებმა ნახევარი მილიონი ლარი აზარტული თამაშებისთვის გაფლანგეს. ასობით ათასი ლარი კულტურისა და ტურიზმის აიპიდან 2020-2021 წლებში გაქრა.
ირკვევა, რომ ბუღალტერი თანხას ჯერ აზარტული თამაშების ანგარიშზე, შემდეგ კი საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა. იმისთვის, რომ ბიუჯეტში გარღვევა და დისბალანსი არ ყოფილიყო, აიპის თანამშრომლებს წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ შვებულებაში უშვებდნენ.
კონკრეტული პირების ვინაობას ახლა სუსი ადგენს. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს საქმეზე გამოძიება.
გორის ყოფილი მერი კი, კოტე თავზარაშვილი, აცხადებს, რომ ფინანსური მაქინაციების შესახებ არაფერი იცის.
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoe...orig-skandalshiამ წუთებში მოდულის შენობაში გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ფინანსური მენეჯერის, ლეილა წკრიალაშვილის, გორის აუდიტის სამსახურში კი, სააგენტოს ყოფილ დირექტორის, გელა კაპანაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ბიუჯეტიდან მოპარული თანხების საქმეზე გამოძიებას აწარმოებენ. საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე, რომელიც აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან გაქრა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკები გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
საჯარო მოხელეები გორში არ პასუხობენ კითხვებს, როგორ გაქრა 2020-2021 წლებში ნახევარი მილიონი ბიუჯეტიდან ლარი ისე, რომ ვერავინ გაიგო. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თაღლითური სქემის მიღმა მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები დგანან. მათ შორის, გორის ვიცე-მერი, თამაზ შიოშვილი.
ცნობისთვის, გორის მერიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლისას, სახელმწიფო აუდიტმა მძიმე ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა. "მთავარის" ინფორმაციით, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან გამქრალია ნახევარი მილიონი ლარი, წინასწარი ინფორმაციით, ბიუჯეტის თანხას ფინანსური მენეჯერი, ეტაპობრივად აზარტული თამაშების ანგარიშებზე რიცხავდა. ეს ის სააგენტოა, რომლის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურის სახლში ცოტა ხნის წინ, ბიტკოინების ქარხანა იქნა აღმოჩენილი.
https://mtavari.tv/news/81187-goris-biujeti...ari-milioni-susამ ###ქალამ ტოტალიზატორში იმდენი ითამაშა ბოლოს მანქანა მოიგო იმდენი ბილეთი იყო ჩაყრილი მისი ნომრის
This post has been edited by gig@@@ on 11 Apr 2022, 21:30