რას მეტყვით ამ კომპანიაზე?
მე ვიცი, რომ კარგი ხელფასები აქვთ, სტუდენტებს ასაქმებენ, გამოცდილებას არ სთხოვენ და სწავლასთან შეთავსება შეიძლება.
ჰოდა ამას წინათ ამომიგდო და შევავსე, უბრალოდ სახელი და გვარი და ტელე ჩავწერე
არც მიფიქრია, რომ დამირეკავდნენ
რადგან არ ვარ ჯერჯერობით მუშაობით დაინტერესებული
ვსწავლობ და ფინანსურადაც არ მაქვს საჭიროება
მაგრამ შეთავსება თუ შეიძლება და დამატებითი შემოსავალი მექნება, მგონი კაი ვარიანტია :დდდ
არ მინდა რო ერთი ლექციის გაცდენაც კი მომიწიოს
რადგან ძაან მომწონს ყველაფერი და ლეხტორებსაც მაგრად დავევასე
ბავშვებთანაც კაი სახელი მაქვს
რო მივედი პირველ დღეს, აუ შენ ნანა არა ხარ, გრამატიკის დედოფალი?
ლიტერატურაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაშიც და ა.შ. რო მაქვს ისე თუ ასე ზოგადი ცოდნა, ეგ ძაან მეხმარება
გუშინ ტიპები დასტა კონსპექტებით ისხდნენ სემინარზე და მე რო ძაან თავისუფლად და მაღალფარდოვნად ვსაუბრობდი ყოველგვარი მომზადების გარეშე, დაიშოკნენ
აუ ნანა საიდან ისწავლეო? მეთქი რავი, არსაიდან
ჰოდა მოკლედ რადგან ფინანსური საჭიროება არ მაქვს, მინდა რო კიდევ უფრო მეტი დრო დავუთმო სწავლას
თუმცა ხვალ წავალ გასაუბრებრებაზე და ვნახავ ერთი, რა პირობები აქვთ
თქვენ რას მეტყვით?