თბილისი, 11 მაისი- Sputnik. აშშ-ში, საკუთარ სახლში 69 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული ვირტუოზი პანისტი, რომანტიკული მუსიკალური ტრადიციის მუსიკოსი ლექსო თორაძე გარდაიცვალა - 30 მაისს ის 70 წლის გახდებოდა.
ალექსანდრე (ლექსო) თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. ცხრა წლის ასაკში დაუკრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1970-1975 წლებში სწავლობდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა.
1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია.
თორაძეს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ის გამოდიოდა ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან ორკესტრებთან, ასევე BBC-ის, ბერლინის, ისრაელის, ლა სკალას ფილარმონიულ ორკესტრებთან, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან, მარიინსკის თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან, საფრანგეთის ნაციონალურ ორკესტრთან და სხვ.
1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობა აშშ-ში და ეწეოდა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი აღიარებულია როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი პიანისტი.
1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა. ამ ცენტრში თავიანთ ოსტატობას სრულყოფენ ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტები საქართველოდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
2005 წელს პიანისტი და მისი აღზრდილები საკონცერტო გასტროლებით საქართველოსაც ეწვივნენ.
https://sputnik-georgia.com/20220511/gardai...-266590120.htmlლექსო თორაძე 1983 წელს საბჭოთა კავშირიდან გაიქცა, საბჭოთა იმპერიის სასამართლომ დაუსწრებლად მას დახვრეტა მიუსაჯა სამშობლოს ღალატისთვის , განაჩენი 1991 წელს გაუქმდა.
This post has been edited by gig@@@ on 12 May 2022, 06:03