არსაიდან ცუდ ხასიათზე ვერ იქნები, დალექილია უბრალოდ.
ძალიან ხშირად ვიცით რა გვიშველის, მაგრამ ვერ ვერევით თავს, ვერ ვაკეთებთ.
ხანდახან წყალი რომ უნდა დავლიო, ერთი სააათი მინდა მაგისთვის, ასე ვშტერდები.
ეს ზაფხულში მემართება ხოლმე, სადაც ჩემი ჭკუით კომფორტის ზონაში ვარ, სიახლეები არ მინდა და ტელეფონის ნომერიც მხოლოდ მეორე მაქვს ჩართული, მხოლოდ ახლობლებმა რომ იციან.
მესიჯი რომ მომდის შეიძლება მეორე დღეს ვუპასუხო, იმდენად არაკომფორტულია ვინმეს ვეკონტაქტო
ხან ლაპარაკიც მავიწყდება ხოლმე , დღე ისე გადის ხმას არ ვიღებ.
უცნაურია, არადა ზაფხულში სხვანაირად უნდა ვიყო