ბედნიერება სულ რაღაც 600 ლარად!
25 წლამდე ახალგაზრდებისთვის და 60 წელს გადაცილებულებისთვის 300 ლარად!

ყოველთვის ვფიქრობდი რომ მედიტაციას "მცენარეები", ყველაზე მოსაწყენი ხალხი აკეთებდნენ,
მაგრამ როდესაც გადავხედე იმ სიას თუ ვინ აპრაქტიკებს ტრანსცედენტურ მედიტაციას, ისინი საინტერესო ადამიანები არიან, ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები.
რატომღაც ხალხში მცდარი წარმოდგენაა შექმნილი რომ მედიტაცია არაფერზე არ ფიქრია, არაფერზე არ ფიქრი უბრალოდ შეუძლებელია, ადამიანის ტვინი შექმნილია იმისთვის რომ იფიქროს.
მედიტაცია არის მხოლოდ ერთ რამეზე კონცენტრირება, იქნება ეს სუნთქვა, სიტყვა - მანტრა, თუ წარმოსახვითი ობიექტი.
ფიქრები თავისით მოდიან და მიდიან, და მედიტაციის დროს შენ უბრალოდ დამკვირვებლის როლში ხარ, შემდეგ ამ ფიქრებისგან თავისუფლდები და მშვიდდები.
ტრანსცედენტური მედიტაცია რთულად კი ჟღერს, მაგრამ რეალურად ეს არის ყველაზე მარტივი მედიტაცია, შენ 20 წუთის განმავლობაში დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს იმეორებ გულში ერთიდაიგივე სიტყვას, ხოდა რატომ ითხოვენ ასეთი მარტივი რამის შესწავლაში 600 ლარს? ძალიან მაინტერესებს.
ეს ჩვენთან კიდე იაფია თორემ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში 1000 დოლარი და უფრო მეტია არის მისი შესწავლის ფასი,
როგორც ჩვენთან სტომატოლოგიაა იაფი და აქ ჩამოდიან უცხოელები კბილების გასაკეთებლად, არც ისაა გამორიცხული რომ აქ ჩამოდიოდნენ ტმს შესასწავლად უცხოელები, ინგლისურენოვანი მასწავლებელიც გვყავს.
იმ სიტყვას რომელსაც იმეორებ აუცილებლად არანაირი მნიშნველობა არ უნდა ჰქონდეს, ნეიტრალური რომ დარჩე.
და აქ თითქოს მედიტაცია ლოცვას ეწინააღმდეგება.
ლოცვის სიტყვებს"აზრი" აქვს, ლოცვების სიტყვბის დამახსოვრება რთულია, რაც უფრო რთულია ლოცვა მით მეტ "მცდელობას" მოითხოვს, მცდელობებზე კი უკუქმედების კანონი მოქმედებს.
თუ შენ ძალით შეეცდები რომ კარგი ადამიანი იყო, სამლოცველოდან გამოსული აღმოაჩენ, რომ ცუდი ადამიანი ხარ...
მაშ რატომ არის საჭირო მასწავლებელი იმისთვის რომ გითხრას, დღეში 20 წუთი ერთიდაიგივე სიტყვა იმეორო?
შესაძლოა ეშმაკი დეტალებშია და რამის არასწორედ გაკეთება ძალზედ მარტივია.
ასევე ალბათ ადამიანების უმრავლესობას ზედამხედველი სჭირდება იმისთვის რომ შეასრულოს ის რისი გაკეთებაც საჭიროა,
მე ეხლა ძაან მეზარება მედიტაცია და იმ 40 წუთის დახარჯვაც მენანება.
600 ლარი არ არის ცოტა ფული ჩემთვის, ამიტომ როცა გადავიხდი ვაიძულებ ჩემს თავს რომ ეს ფული "ამოვიღო"
ისინიც კი ვინც ისედაც ნაცნონები იყვნენ მედიტაციასთან, აღიარებენ რომ ტმ-მა მათი ცხოვრება შეცვალა, როგორც მაგალითად ჯო როგანთან მისული სტუმარი აცხადებს, მედიტაციას კოლეჯიდან არაქტიკებდა, მაგრამ ტრანსცედენტური მედიტაციის დაწყების შემდეგ, მის ცხოვრებას დღეში +4 საათი დაემატა.
ამ +4 საათში იგულისხმება ის რომ ადამიანი იმ რაოდენობის სტრესს უძლებს რასაც მედიტაციის გარეშე ვერ გაუძლებდა, დღეში 40 წუთის დაკარგვის სანაცვლოდ, შემდეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტი იქნება რაში დახარჯოთ ეს +4 საათი.
ჩვენს ნერვულ სისტემას დღის განმავლობაში რაღაც დონის სტრესის გაძლება შეუძლია.
შემდეგ ჩვენ ის უნდა დავაშატდაუნოთ, რასც ისედაც ვაკეთებთ ძილის დროს.
ყოველ დილას იმის იმედით ვიღვიძებ რომ ჰიპერაკუზიას ვერ ვიგრძნობ, მაგრამ ის მაინც ჩემთანაა.
ტმ ძილზე გაცილებით უკეთესია.
თუ ჩემი არ გჯერათ, მაშინ ლამაზმან ლივ ტაილერს დაუჯერეთ.
1 თვე მარიხუანით გავერთე, სამაგიეროდ 4 თვეა რაც ნევროზით ვიტანჯები.
ნევროზის მდგომარეობაში მე მივხვდი რომ ნებისმიერი ემოციები ცუდად მხდის, დადებითიც და უარყოფითიც, ამიტომ მე გავწყვიტე ადამიანებთან ყოველგვარი ურთიერთობები.
ნევროზის სხვა ადამიანებზე გადაბრალებას აზრი არ აქვს, ნევროზის გამოწვევა როგორც უარყოფით ასევე დადებით ემოციებს შეუძლია, ზედმეტ და ყალბ ბედნიერებას, ე.წ. საიმოვნებისკენ სწრაფვას.
ნამდვილი ბედნიერება, "გვერდითი ეფექტია" მედიტაციის დროს, როცა არც კი ცდილობ.
ერთერთი მოსაზრებით დაავადებების 90-100% ფსიქიკურად გამომდინარეობს, მარტივი გაციებით დაწყებული კიბოთი დამთავრებული.
მაგრამ რატომღაც ყველა ლაპარაკობს მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებზე, და თითქმის არავინ მენტალურ ვარჯიშებზე.
ადამიანი შეიძლება იყოს მსუქანი, მაგრამ განა შეიძლება ადამიანი იყოს ფსიქოპათი?
სიმსუქნეც დაავადებაა და ხშირ შემთხვევებში ფსიქიკურად გამოწვეული.
არ მესმის რატომ არ უნდა უნდოდეს მედიტაციის კეთება ყველა ადამიანს.
სტუდენტებზე ექსპერიმენტების დროს აღმოაჩინეს რომ მედიტაცია ინტელექტსაც კი ამაღლებს.
ყოველთვის ავადმყოფობების პროფილაქტიკა უფრო მარტივია, ვიდრე უკვე გაჩენილი სენის მკურნალობა. so, be smart. წინასწარ დაიწყეთ მედიტაცია.
მაინცდამაინც ლეიკემია უნდა დაგემართოთ რომ სიკვდილის სარეცელზე მიხვდეთ ჭეშმარიტებას? როგორც ჩარლზ ბუკოვსკის საფლავზეა ამოტვიფრულია: "ნუ შეეცდებით"

ადამიანი დადის მხოლოდ 2 გზით, სიყვარულის ან შიშის. (დონი დარკოს სიბრძნე)
სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობა შიშის გზით დადის, მათ შორის მეც.
ჩემი საყვარელი თამაშების სერიაა, Demon Souls, Dark Souls 1,2,3, Bloodborne, ახლა Elden Ring-ს ვთამაშობ, თითქმის დავხურე.
ეს თამაშები გულის ტემპს მიჩქარებს, სამყაროს მწყვეტს, შიშს და ადრენალინს მაგრძნობინებს.
როდესაც მარიხუანა მოვწიე პირველად მე უკუღმა ორჯერ გადავტრიალდი, თავიდან ვფიქრობდი რომ მე ბრეიკ დენსის ცეკვა ვცადე, იქ ბევრი მუსიკა უკრავდა
მაგრამ ახლა მივხვდი რომ მე დარკ სოულსის პერეკატები გავაკეთე რეალში! პაბლიკაა ამის მოწმე.
თუ თქვენ ადრენალინით კაიფობთ, თქვენ მშიშრები ხართ, თქვენ ეს უნდა გაითავისოთ, ნევროზი სხვა არაფერია თუ არა შიში.
თქვენ შეგიძლიათ მთელი მსოფლიო მოიაროთ, იგულავოთ, სკუტერებით იგრიალოთ, მაგრამ ბოლოს მაინც თქვენს ბრაზიან სკამში დაბრუნდებით და რა უნდა გააკეთოთ იმ თქვენს
ბრაზიან სკამში? სწორია, მედიტაცია.
განა ადრენალინს გრძნობს მსოფლიოში ყველაზე თესლი ბაიკერი სადგურუ მოტოთი ქროლვის დროს? no, he keeps cool, he keeps calm.

მე ვიქნები პირველი უსათაუროელი, თარსი, ხია, ლუზერი, დაწყევლილი წყეული მათხოვარი, რომელიც ნამდვილ სერტიფიცირებულ მედიტაციას შეისწავლის!
მე ვიქნები პირველი ადამიანი რომელიც მთვარეზე ფეხს შეადგამს!

მე მოვევლინე უსათაუროს რათა ტმ ვიქადაგო!
if you don't already meditate, take my advice: START. it will be the best decision you ever make. © David Lynch
with meditation you enjoy pornography even more © David Lynch
David, Please, take my money!

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
--------------------
I am so dirty on the inside