მოგეხსენებათ წულუკიანმა ევროპარლამენტარებს "ვიწრო ჯგუფი" უწოდა "რომლებიც ნაცმოძრაობასთან არიან დაკავშირებულები და საქართველოს ვნებენო" ხოდა ვიოლამაც ეგრე არ უნდაო და ტვიტიც გამოუშვა

"ვცდილობ არ ვუპასუხო ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო ბრალდებებს მაგრამ ამჯერად გამოსავალი აღარ დამიტოვეს. მე შევხვდი ქალბატონ წულუკიანს მაშინ როდესაც ის ახალგაზრდა, მიზანდასახული პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა იმის ნახვა თუ როგორ გარადიკალდა და ამ წლების განმავლობაში და ახლა ავრცელებს ტყულებს და დეზინფორმაციას.
ქალბატონმა წულუკიანმა მშვენივრად იცის რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის მთავარი კრიტიკოსი და ვიბრძოდი იმისათვის რომ ქართველ ერს დემოკრატიულად აერჩია საკუთარი მთავრობა. ბრალის დადება რომ ვთანამშრომლობ ნაცმოძრაობასთან არის მიზანმიმართული ტყუილი და არცერთი მოაზროვნე ადამიანი ამას არ დაიჯერებს.
"ქართული ოცნების" ტყუილების დონე კრემლისას აღწევს. "ქართული ოცნება" არ არის საქართველო, "ქართული ოცნების" კრიტიკა არ არის იგივე რომ საქართველო გააკრიტიკო. ამიტომ ვეძახი ჩემს თავს საქართველოს მეგობარს და არა "ქართული ოცნების მეგობარს", გეყოფათ საქართველოს კეთილ სახელს ამოფარება. პასუხი აგეთ საკუთარ შეცდომებზე.
"ვიწრო ჯგუფი" არ გაკრიტიკებთ დემოკრატიის უკან დახევის გამო, არამედ მთავარი პოლიტიკოსები რომლებიც განსაზღვრავენ ეკ-ს პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ევროპარლამენტში და მის მიღმა.
სხვათაშორის ეს ის პოლიტიკოსები არიან ვინც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ინტერესებისათვის, რომლებიც იბრძოდნენ ვიზა ლიბერალიზაციისათვის, ვინც იბრძვის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის. ამ დროს კი "ქოცნებამ" დემოკრატიის გაუარესება და მედია თავისუფლების დონით საქართველო 60-ე პოზიციიდან 89-ზე ჩამოაქვეითა.
მე არ "ვერევი" საქართველოს საშინაო საქმეებში, მე თვენ გახსენებთ თქვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს რომლებიც არ შეასრულეთ (19 აპრილი). თუ გსურთ რომ სერიოზულად აღგიქვათ გეყოთ დაპირებების დარღვევა, გეყოთ საქართველოს მყიფე დემოკრატიის დაზიანება. გამოაკეთეთ იუსტიცია, გეყოთ მიკროფონების მოპარვა (სად ჩაურტყა), გეყოთ სიძულვილი და პოლარიზაცია.
მე ვიყავი საქართველოს მეგობარი (და არა მისი მთავრობების) მრავალი წლის განმავლობაში. მაშინ ვისწავლე ქართული სიბრძნე "მოყვარე პირში უძრახე, მტერს პირს უკანო". დრო მოვიდა "ქართულმა ოცნებამ" ისწავლოს კრიტიკის და სიმართლის მშვიდათ მიღება და არ ჩავარდეს ისტერიკებში.