ორგანიზაციას ამ ეტაპზე არ დავასახელებ და გაგიშიფრავთ მარტივად, ქოცურად ჩატენდერების მაგალითს.
არის ერთი სახელმწიფო ორგანიზაცია რომელმაც გამოაცხადა NAT(გამარტივებული ტენდერი) საკვებ პროდუქტებზე.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ტენდერი და მოთხოვნებია, უცხო თვალი ვერც მიხვდება იქ რა ხდება მაააგრაამ, მოგიყვებიტ როგორ მიდის კონკრეტულ მორგებული ტენდერების მოგება.
აცხადებ ტენდერს დავუშვათ 100 000 ლარზე და წერ პროდუქტებს თავისი ტექნიკური აღწერილობით მაგ:
კარაქი - 100 კგ
ტექნიკური მოთხოვნები:
200გრ+-5გრ შეფუთვა, ცხიმები 82%, ცილა 0.2, ნახშირწყალი 0.4_0.5 მარილი 0.1. ენერგეტიკული ღირებულება 527კკალ.
ერთი შეხედვით სწორად არის გამოცხაებული და ვერ იტყვი ვერაფერს, თუმცა:
მახასიათებლები ისეა გამოცხადებული რომ, მასეთი კარაქი მხოლოდ ერთ ბრენდშია და ჰოი საოცრებავ ის ბრენდი ქოცარა ბიზნესმენს შემოაქვს.
ანუ ძალიანაც რომ გინდოდეს მონაწილეობა ვერ იზავ ვერაფერს, არ გაქვს ეგეთი მახასიათებლების და ამიტომ, არც ბაზარზე იყიდება
მიუხედავად იმისა რომ, სახელმწიფო აუდიტი 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მიუთითებს ტენდერის გამომცხადებელს რომ კონკურენცია არაა და მხოლოდ ერთი იგებსო კიდიათ....
ანუ გამომცხადებელს ეს ბიზნესმენი წინასწარ აძლევს მახასიათებლებს და ისე აცხადებენ რომ მის პროდუქტს მოარგონ.
ეს ხდება ნებისმიერი სახის ტენდერზე.
1) ტენდერი ცხადდება არაკონკურენტულად
2) სახელმწიფო ვერ ზოგავს თანხებს
3) არ არსებობს კონკურენცია
4) ეს ფული უკან ბრუნდება პარტივნი აბშიაკში
5) სხვა ბიზნესს კლავს
პ.ს
აბა ღამის ნოტარიუსები ჯობდა????
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.