სპარშია შეძენილი, აქციით და გამხმარი მწერებით სავსე აღმოჩნდა... შენახვის პირობები არაფერ შუაშია, თავიდანვე იქნებოდა დამწერილი... არადა ფინური წარმოების ტექნოლოგიითაა დამზადებული, ქართულად კი საკმაოდ აწერია, ეტყობა, სპეციალურად საჩვენქვეყნოდ იყო წარმოებული...


ვარგისიანობის ვადა აქვს 22 წლის აგვისტომდე, მოკლედ, ეს კონკრეტული პარტია არ ვარგა და არ შეიძინოთ...

p.s. გუშინ კიდევ გუდვილში მარშეს წარმოების ტოსტერი პურები რომაა, 2,5 ₾ ღირს, უნდა მეყიდა და პირველსავე აღებულს ცელოფნის შიგნითვე მიმხმარი მიკრობილი ტარაკანი ჰქონდა... მენეჯერი მოვაყვანინე და ჯერ რას დებთ თაროებზე, ხომ უნდა შეხედოთ-თქო და მეორეც, მარშე თქვენი წარმოებაა, ასეთი ანტისანიტარია და სისუფთავის დაუცველობა, უდისციპლინობა რატომ გაქვთ-თქო, აწი ამ პურის შემხედვარეს ხომ სულ ეს გამახსენდება-თქო, რა განწყობით უნდა ვიყიდო აწი-თქო (არადა ხშირად ვყიდულობდი, კარგი გემოვნების პურია).. ვაიმე, შევატყობინებ ადმინისტრაციას აუცილებლადო, მიიკრა ეს პური და სულ ბოდიშებით გაიქცა, ბოლომდე აღარც მომისმინა...
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...