ფორუმი - ადგილი სადაც პოლიტიკის გარდა ვერაფერს განიხილავ ?!
ისედაც დინოზავრების დროინდელი მომხმარებელი ყავს აქაურობას , საიტი პიქსელებითაა სავსე და ალბათ განახლება არასდროს გაუკეთებიათ, ამ გაღიზიანების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო ჩემი თემის დახურვა საბუღალტრო მომსახურეობის შესახებ.
როგორ გგონიათ , რატომ ჩავთვალე რომ დამეპოსტა ამ პლატფორმაზე და არა სხვა სოც ქსელში, აქ ადამიანები მართლა კითხულობენ დაწერილს, მცირე მაგრამ ყურადღებიანი მკითხველია, და თურმე რეკლამის გაკეთება არ შეიძლება. ეს რა ცინიზმია ! მადლობა თქვან ადმინებმა საერთოდ ამ საიტზე რომ ვწერ , სრულიად არაკომფორტულია .
მინდა ადმინისტრაციას მოგმართოთ, მეგობრებო ფორუმის დრო წავა სანამ არ მიხედავთ აქაურობას , ბეწვზე კიდიხართ , შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი ქვეყნის და არა მარტო ჩვენი ქვეყნის წამყვანი პლატფორმა, სადაც დამიჯერეთ რეკლამები აუცილებლად უნდა გაკეთდეს. იმედია ზოგადად რეკლამის არსსა და მნიშვნელობას გონივრულად მოეკიდებით, თუნდაც ერთი შეკითხვა რომელია ყველაზე კარგი რესტორანი თბილისში უკვე ბადებს რეკლამას. მოდი ასეთი გამოკითხვებიც გააუქმეთ და იქნებ დანარჩენი აუდიტორიაც დაკარგოთ.
იყავით გონიერები, გაძლიერდით, წინ წაიწიეთ, მოერგეთ თანამედროვეობას, გჯეროდეთ რომ შეგეძლებათ იყოთ პირველები და იქნებ აყვავილდეს ნუშიც.
გისურვებთ წარმატებებს წრფელი გულით !