#59255477 · 25 May 2022, 06:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავოსის ეკონომიურ ფორუმზე გაგვიცხადეს "მეცენატებმა" ეს უაღრესად "სასიხარულო" სიახლე: Alibaba executive draws scorn for proposed individual carbon tracker:ამ განცხადების ამონარიდები: QUOTE | Social-media users had a furious reaction to the idea presented by an American executive of Chinese internet giant Alibaba BABA, -5.46% for individuals to track their personal carbon footprint.
“We’re developing, through technology, an ability for consumers to measure their whole carbon footprint,” said J. Michael Evans, president of Alibaba Group USA, on a panel on responsible consumption.
“What does that mean? Where they are traveling. How they are traveling. What are they eating. What they are consuming on the platform.” |
ანუ, ამ ინტერნეტ გიგანტის "ალიბაბას" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ:
QUOTE | ჩვენ ვიმუშავებთ ახალ ტექნოლოგიებს, რის საშუალებითაც მომხმარებელს შეეძლება გაზომოს ნახშირბადის საკუთარი კვალი სრულიად. რას ნიშნავს ეს? სად მოგზაურობენ, როგორ მოგზაურობენ, რას ჭამენ, რას მოიხმარენ პლატფორმაზე. |
რას წარმოადგენს ნახშირბადის კვალი, ანუ Carbon Footprint.? ვიკიპედიის განმარტებით (და ეს განმარტება მართლაც შეესებამება მიღებულ განმარტებას) ეს არის: QUOTE | A carbon footprint is the total greenhouse gas (GHG) emissions caused by an individual, event, organization, service, place or product, expressed as carbon dioxide equivalent (CO2e). |
მოკლედ რომ ვთარგმნოთ, ინდივიდი, ორგანიზაცია, ბიზნესის მიერ შემოთავაზებული სერვისები, სხვადასხვა ყრილობები, პროდუქტი თუ ადგილი დაკავშირებულია ენერგიის მოხმარებასთან. არაფერი ენერგიის მოხმარების გარეშე არ ხდება. ამ ენერგიის მოხმარებას ახლავს ე.წ. სათბურის აირების გამოყოფა, რომელიც იზომება ნახშირორჟანგის ექვივალენტებში. კიდევ უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ეს წარმოადგენს ზემოთ ჩამოთვლილი ინდივიდების თუ ობეიქტები მიერ მოხმარებულ მთლიან ენერგიას. კარგად გააცნობიერეთ, თუ რას ნიშნავს ეს. მაგალითად, ინდივიდის დონეზე ეს ნიშნავს რამდენი საჭმელი ჭამე დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში და რა სახის აქტივობით იყავით დაკავებული. ინდივიდის დონეზე ამას ემატება ის, თუ რამდენი იარე საკუთარი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რამდენი საათი აკაკუნე კლავიატურაზე ფორუმ.გე-ს ფორუმზე თუ იმეილის შემოწმებისა და ა.შ. რამდენი ივარჯიშე ჯიმში, რამდენჯერ აგეშალა კუჭი დღეში, რამდენჯერ ჩაისუნთქ ჰაერი დღეში, რამდენჯერ სცემს ჩვენი გული დღეში და ა.შ. და ა.შ.
ასეთი კითხვები მიჩნდება:
1) მე, როგორც გლეხს, რაში მჭირდება ეს ინდივიდუალური ტრეკერი? არ ვიცი, რამდენს ვჭამ ამ ტრეკერის გარეშე? რამდენჯერ მაქვს კუჭის მოქმედება დღეში? რამდენს დავდივარ ფეხით? რამდენს დავდივარ მანქანით? რამდენს ვმოგზაურობ თვითმფრინავით? რაში მჭირდება ეს ყველაფერი რაღაც რიცხვებში გადავიყვანო? თუ სხვა ვინმეს ჭირდება ეს ყველაფერი, რომ შეზღუდვები და სრული კონტროლი დამიწესოს?
2) მე, როგორც თავისუფლების მოყვარული ადამიანს, მომცემენ თუ არა უფლებას, ავირჩიო,რომ ან დავთანხმდე ამ ამ უკიდურესად ტოტალიტარულ ფაშისტურ შემოთავაზებას ან არ მივიღო ეს ყველარი?
3) მე, როგორც ცნობისმოყვარე ადამიანი, რა ტექნოლოგიებით უნდა გამიზომონ ნახშირბადის კვალი?
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|