#59257333 · 25 May 2022, 19:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vaho
QUOTE | პანდემიის დასრულების შემდეგ სულ სხვანაირი ცხოვრება იქნებაო, რომ ამბობდნენ.
ყველაფერი შეიცვლებაო. რა შეიცვალა?
რა მთხლეც იყო, ის მთხლე დარჩა... |
მემორიმ ამომიგდო ფბ-დან...
2 Years Ago May 19. 2020. პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა მრავალი ეგზისტენციალური თუ ყოფითი მომენტი ადამიანურ ყოფაში, მაგრამ ეს ყველაფერი ადვილად შესამჩნევი იყო ყოველთვის. ადვილი დასანახი იყო, მაგრამ ვერ ხედავდა ადამიანი. ადვილი დასანახი იყო, რომ წარმავალია ყველაფერი - სიმდიდრე, ძალაუფლება, ჩვენი ახალგაზრდობა და ახალგაზრდული ვნებანი, ჩვენი ძალ-ღონით სავსე ახალგაზრდული სხეულები. ადვილი დასანახი იყო, რომ პოლიტიკაში მეტწილად მოძვრებიან თაღლითები, მატყუარები, მოძვრებიან და ჰგონიათ მუდამ თვითონ ექნებათ ქვეყნის ძარცვის სადავეები. ისინი ამაყობენ მათი ცრუ მარადისობით და ცრუ მარადიული კეთილდღეობით, რომელიც მალე ჩანაცრდება და ჩაქვესკნელდება არყოფნის სიბნელეში.
ამ ცრუ და მავნე ხელისუფლებებმა დაიკაპიწეს ხელები და გაჭირვებული ქვეყნიერების ხსნა-მიშველების კი არა, ამ გაჭირვები დროს მოროდიორობის, ტროფე-ნაალაფარის ასახვეტად დააფაცურეს დაკაპიწებული ხელები. მთვარეზე ამძვრალი და ამით ამაყი ამერიკელი ალბათ ცოტას და მცირედი ხნით დაფიქრდება, რომ მისი ყოვლისშემძლეობა არარად აქცია რაღაც უხილავმა და მოლეკულარულმა ბაქტერიამ. ბინძური პუტინი კი არაფერზე არ დაფიქრდება და კვლავაც ყოვლისმპყრობელი ეგონება თავი.
შეძლებულები კვლავაც გააგრძელებენ უქონელთა იგნორირებას და კვლავაც მონათლავენ და დააქორწინებენ ერთმანეთის შვილებს. ქურდები კვლავ იქურდებენ და მკვლელები კვლავ მოკლავენ. ბნელი, ღმერთის ჯვარმცმელები კვლავაც ჯვარმცმელებად დარჩებიან და ქრისტიანები ეგონებათ თავი. მართლა ქრისტიანებს კი სიმოვნებით გასვამენ ძელზე თუ ჯვარზე. ყველაზე მეტად კი უქონელებს ჩარჩებათ მადლიერების ტკბილი და კეთილი განცდა, როცა დახმარებისთვის გამოწვდილ ხელს დაინახავენ მათი ღარიბი სახლის სარკმელში თუნდაც მცირედი ძღვენით. ფიქრობ ყოველივე ამაზე და უდიდესი მწარე და მძიმე განცდა გაწვება გულზე: ხომ არ მარცხდება ჩვენთვის მოსული ქრისტეს საქმე და მიზანი? არაფერი დიდი და სასიკეთო ცვლილებები არ მოგველის.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|