sanzona40მისმინე, სანზონელო!
მე არ ვიცი, რას ნიშნავს შენი სანზონა 40, ამგრამ ფაიზაღად გეტყვი, რომ პირველი სანზონელი მამრი, რომელიც სანზონის დაფუძნებისას დაიბადა, მე გახლავარ!
1969 წლის აგვისტოს დასაწყისში დაიბადა ჩემი ძუძუმტე ხათუნა გოგიშვილი, ხოლო 16 აგვისტოს, უკვე ჩემი უკეთილშობილესობა!
პირველი შესახლება მოხდა უკვე აშენებული კორპუსებიდან, პირველსა და მეოთხეში, ჩემს სახლში - მეოთხეს "ა" კორპუსში, პირველ და მეორე სადარბაზოებში.
რადგანაც კოლონისტებმა მიმიჩნიეს ბედისწერის გარკვეულ გამოვლინებად, დაბადების პირველი დღიდან ვიყავი განსაკუთრებულად მზრუნველი მოპყრობის ობიექტი, რამაც ჩემში დამოკიდებულება საკუთარი უბნის მიმართ საკრალურად აქცია.
მაშინ, როცა მთელი უბანი ემზადებოდა საქალაქო დომინანტობისათვის და მძაფრი შიდა გადარჩევა მიმდინარეონდა სანზონის ძეთა შორის, მე ხელშეუხებელი გახლდით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ დაჯგუფებას მივემხრობოდი და ეს მკაცრად კონტროლირდებოდა როგორც იმათი, ასევე იმათის იმათ მიერაც...
და როცა პირველმა აღვმართე ჩემს კორპუსზე დემოკრატიული საქართველოს დროშა, ეს მიღებული და გათავისებული იყო უკვე სრულიად სანზონის მიერ და ჩვენ ვმთელ თბილისში იყავით ერთადერთი უბანი, რომელიც მოძალადე ხუნტას არ დაუწვა!
ახლა რატომ გიყვები ამ ყველაფერს? რატომ და, ან მოიშლი არასანზონურ, ამ ქვეშაჯვიურ და რუსოფილურ ნარატივს, ან არადა, სად დამემალები?
გაგალუგარებ, როგორც საჭიროა!
პუსუ: სანზონა ვარ მე! და ჩემს სახელს არ წარვაყვნევინებ არავის!