აბა რაიო, ჩემო ამაყო კავკასიის არწივებო? ხო ხართ ისევ ლაღები, თავნება და ბობოქრები?
ხო შეეგუეთ პირადობიდან ეროვნების გაქრობას? მამის სახელის გაქრობასაც? პირადი ნომრის ციფრებით საკუთარი თავის იდენტიფიცირებას?
მიკარნახეთ თქვენი პირადი ნომრი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! და პასუხობთ უცბად ისე როგორც კონცლაგერში ტვეები რომ გაყვიორდნენ. მე ამის დედა ვატირე თან 11 ციფრია. სანამ ბოლოში გავდივას დიხანია არ მყოფნის
ხო შეეგუეთ კამერებს, რეგულაციებს, ჯარიმებს და ყოვლისშემძლე ფრაზას: „სერვისის გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება.“
გინებაც აღარ შეიძლება, ამაყი გრუზინი უკვე საკუთარ სიტყვებსაც ფილტრავს.
მაგრამ ყველაზე მაგარი მიღწევა მაინც ბანკის ვალია. ძაან მაგარი და უნიკალური კონტროლის სისტემა!!!!
ადრე კაცს უღელში აბამდნენ. დღეს თვითონ აწერ ხელს:„ვეთანხმები პირობებს.“იპოთეკა კისერზე. სესხი კისერზე. ყოველთვიური გადასახადი კისერზე.
აი მერე იწყება ნამდვილი თავისუფლება:
„ეს არ ვთქვა = სამსახური არ დავკარგო.“
„იმას არ დავუპირისპირდე = შემოსავალი არ შემიწყდეს.“
„ჩემი აზრი ჩემთვის დავიტოვო = ბანკმა სახლი არ წამართვას.“
ვსიო ბრატუხაა აღარ გჭირდება ზედამხედველი თავზე, საკუთარი ვალი კაგებეზე მაგრად გაკონტროლებს.
შიში კი უკვე ჯარიმაზე დიდი გახდა: სამსახური თუ დავკარგე, ბანკს ვინ გადაუხდის?
და ასე მივიღეთ ყველაზე მორჩილი თავისუფალი ადამიანი: პირადად თავისუფალი, ფინანსურად დატყვევებული. შენი აზრი შენთვის დაიტოვე - ვალი კი დროზე გადაიხადე.
თან საცობში დგახარ, კამერა გიღებს, საუბარი იწერება, გინება არ შეიძლება, იპოთეკა გადასახდელია...ნამდვილად სრული იდილიაა
და მაინც: „მე თავისუფალი მოქალაქე ვარ!“ კი ბრატუხა რა თქმა უნდა, თავისუფალი ხარ უბრალოდ ფრთხილად იყავი, საკუთარი აზრი სამსახურის ფასად არ დაგიჯდეს და მერე ბანკამ არ გადაგკუზოს გოგოია უიშვილის ძაღლივით.
ჰოდა, ჩემო კავკასიის არწივებო, აბა ჩამოყარეთ კიდევ რას არ შეეგუებით? არ მოგერიდოთ, თან ომახიანად დასჭექეთ
,,სერვისის გაუმჯობესების მიზნით თქვენი კომენტარი იწერება"
და საბოლოოდ როგორი მოქალაქე მივიღეთ? შეშინებული, ვალდებული და თვითცენზურაში გამობრძმედილი. ვაჟკაცი, რომელსაც აზრის თქმა შეუძლია მაგრამ ჯერ ითვლის, რა დაუჯდება ეს აზრი= სამსახური? შემოსავალი? კრედიტი? იპოთეკა? ბანკი?
და ბოლოს საკუთარ თავს ეუბნება: „ხოოო, ენა დააჭირე ვიროო, ოჯახი მყამს და სესხი მაქვს.“
და აი, ის თანამედროვე საქართველოს მოქალაქე:
პირადობის ნომრით იდენტიფიცირებული,
კამერით კონტროლირებული,
საუბარ ჩაწერილი,
გინება აკრძალული,
იპოთეკით დაბმული,
საცობში გაკვეხებული
და საკუთარი აზრის გამო სამსახურის დაკარგვის შიშით დადუმებული.
მაგრამ ოფიციალურად, რა თქმა უნდა: საქართველოს თავისუფალი მოქალაქე.
აბა სხვანაირად როგორ იქნება?
„სერვისის გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი ხო იწერება.“
მანამდე კი გააგრძელეთ თავისუფლებაზე საუბარი და ბაქიბუქი, მსოფლიო პოლიტიკის განხილვები, სხვის ომებში სპასალარლობა, სხვის არჩევნებში ჭკუის დარიგეგები, ოცნება და ლოდინი სანამ Запад нам поможет!
რა თქმა უნდა თუ სამსახური და შემოსავალი ამის საშუალებას გაძლევთ.
მერე გიკვირთ საიდან ამდენი რეალობას გაქცეული ლოთი, ნარკომანი, მოძალადე, მკვლელი, ბოზი და გაუკუღმართებული
თავისუფლება ლომთა ხვედრია და არა ცხვრების ჯოგის.
ეხლა კი Ноги в руки და Schnell, Schnell, Arbeiten
უხ უკცარავად იმუშავეთ ვირებოოოო, ჭამეთ ბრიგადირებო
პუ.სუ. ამ კლოუნებს, ჟოპოზიციას კი ცალკე თემაში მივადგები
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes: