Steve Vai-ზე ვიყავი მხოლოდ. წარმოუდგენელი გრძნობა იყო, მაგრამ ჩემთვის ამას სხვა დატვირთვა ჰქონდა.
90-იანებში, უშუქობაში საიდანღაც ნაშოვნ ბუთლეგ კასეტებზე მოსმენილი გიტარის კერპის მაღალტექნიკური ვირტუოზული შესრულებები, რომელიც მაშინ თითქოს სხვა პლანეტაზე და სხვა სამყაროში იყო და მისი ნახვა ჩვენნაირი ხალხისთვის მარადიულ ხელმიუწვდომლად მოიაზრებოდა, ჩემგან 5 მეტრში იდგა სცენაზე და ჩემთვის უკრავდა