არისტოტელეს სოციალური შეხედულებები
მისთვის საზოგადოება ადამიანთა ურთიერთობის სფეროა, რომელიც თავის მხრივ კიდევ მრავალ სფეროებად იყოფა, აქედან ყველაზე დიდსა და მნიშვნელოვანს სახელმწიფო ორგანიზაცია წარმოადგენს. სახელმწიფო ბუნებრივი განვითარების პროდუქცია, იგი მსგავსია ისეთი ბუნებრივად წარმოშობილი პირველადი ურთიერთობებისა, როგორიცაა ოჯახი და სოფელი. მაგრამ სახელმწიფო – ურთიერთობების უმაღლესი ფორმაა, რომელიც ურთიერთობის ყველა დანარჩენ ფორმებს მოიცავს. პოლიტიკურ ურთიერთობაში აღწევს ურთიერთობის ყველა დანარჩენი ფორმა თავის მიზანს (ნეტარ – კეთილ ცხოვრებას) და დასრულებას. ადამიანი თავისი ბუნებით – პოლიტიkური არსებაა, და სწორედ სახელმწიფოში (პოლიტიკურ ურთიერთობაში) სრულდება ადამიანის ამ პოლიტიკური ბუნების გენეზისი. მაგრამ ყველა ხალხი ვერ აღწევს განვითარების სახელმწიფოებრივ დონეს. მაგ: ბარბაროსებმა – ხალხმა განუვითარებელი ადამიანურ ბუნებით – ვერ მიაღწიეს თანასწორთა და თავისუფალთა პოლიტიკური ურთიერთობების სიმაღლეს. ბარბაროსი და მონა თავისი ბუნების მიხედვით იგივეობრივი ცნებებია.
I. ბატონისა და მონის ურთიერთობა ოჯახის ელემენტია და არა სახელმწიფოს. პოლიტიკური ძალაუფლება მომდინარეობს თანასწორობისა და თავისუფლების დამოკიდებულებებისაგან და ამით პრინციპულად განსხვავდება შვილებზე მამის და მონებზე ბატონის ძალაუფლება – ბატონობისაგან. ამდენად ბარბაროსთა ურთიერთობანი არაპოლიტიკური და არასახელმწიფოებრივია.
პოლიტიკა, პოლიტიკური სამართლიანობა, სახელმწიფო, არისტოტელეს აზრით, ღმერთებზე დაბლაა და ბარბაროსებზე მაღლა. ღმერთებსა და ბარბაროსებს შორის დგას ზნეობრივად განვითარებული ბერძენი – სახელმწიფოს მოქალაქე. „ის ვინც თავისი ბუნების მიხედვით და არა შემთხვევით გარემოებათა ძალით, სახელმწიფოს გარეშეა, იგი ან ზეადამიანია, ან ზნეობრივად განუვითარებელი არსებაა“.
რამდენადაც ადამიანთა ბუნება და მათი ურთიერთობების სხვადასხვა ფორმები მხოლოდ სახელმწიფოში აღწევენ თავის დასრულებასა და სისრულეს, არისტოტელე შენიშნავს, რომ „სახელმწიფოს ბუნება ოჯახისა და ინდივიდების ბუნებაზე წინ დგას“, რომ „სახელმწიფო თავისი ბუნებით წინ უსწრებს ინდივიდს“. ინდივიდთან და ურთიერთობების სხვა ფორმებთან შედარებით სახელმწიფოს პირველადობის თეზისი, არისტოტელესთან იღებს შემდეგ მნიშვნელობას: პირველი: სახელმწიფოში ხორციელდება და რეალური ხდება ადამიანის ბუნებისა და ადამიანური ურთიერთობის უმაღლესი მიზანი. მეორე: მხოლოდ სახელმწიფოს ჩარჩოებში – ფარგლებში არის და არსებობს ინდივიდი, ოჯახი და ა.შ.
მთლიანი და ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმის ფუნქციონირებადი შემადგენელი ელემენტები. ამგვარად სახელმწიფოს პირველადობა ეყრდნობა არისტოტელეს ტელეოლოგიურ (მიზანთა – იერარქია და სუბორდინაცია) ორგანიciზმს წარმოადგენს პოლიტიკის სფეროში. დროულ მიმართებაში, ქრონოლოგიურად და ბუნების ისტორიულად, აგრეთვე ზნეობრივ– კულტურულ პლანში – სახელმწიფო უფრო გვიანდელი წარმონაქმნია, ვიდრე ინდივიდი, ოჯახი და ა.შ.
II. ისევე როგორც პლატონისათვის არისტოტელესთვისაც სახელმწიფო მისი შემადგენელი ელემენტების მთელია, ამ ელემენტთა ერთიანობაა. მაგრამ იგი აკრიტიკებს პლატონის მცდელობას აქციოს სახელმწიფო მეტისმეტად ერთიანი. სახელმწიფო შედგება მრავალ ელემენტთაგან, რომლებიც ერთიანობის ფარგლებში ინარCუნებენ სპეციფიკურ განსხვავებებს. ამ ელეmeნტთა ერთიანობის ნაკლები ხარისხი უფრო ღირებულია ვიდრე სრული ერთიანობა. ერთიანობისაკენ მეტისმეტ მისწრაფებას, მაგ: პლატონისეულ ქონების, შვილების, ცოლების საერთოობის, მივყავართ სახელმწიფოს დაღუპვისა და გაუქმებასთან. არისტოტელე მოითხოვს როგორც მთლიანად სახელმწიფოს ისე ოჯახის არა აბსოლუტურ არამედ შეფარდებით გაერთიანებას.
არისტოტელე აქ გვევლინება ინდივიდის უფლებათა დამცველად, უწინარეს ყოვლისა იგი იცავს კერძო საკუთრების ინდივიდუალურ უფლებას, და ასაბუთებს ინდივიდუალური ოჯახის აუცილებლობას და მის სპეციფიკას სახელმწიფოსთან შედარებით.
კერძო საკუთრებას ფესვები გადგმული აქვს ადამიანის ბუნებაში, თავისი თავისადმი ბუნებრივ სიყვარულში. ”ეთიკაში” იგი საკუთარი თავის სიყვარულს განმარტავს როგორც ფრიად ღირებულ სათნოებას: ”ყოველი ადამიანი თავისი თავის მეგობარია და ყველაზე უფრო თავისი თავი უნდა უყვარდეს”. ამგვარი ეგოიზმი, არისტოტელეს მიხედვით გონიერი და მშვენიერია უსამართლო ეგოიზმისგან განსხვავებით. კანონმდებელმა უნდა აღიაროს კერძო საკუთრება როგორც გონიერი და სათნო - კეთილი საწყისი.
მაგრამ იგი ამავედროს მეტისმეტი გამდიდრების მოწინააღმდეგეა. მისი პოზიცია მდგომარეობსიმაში, რომ საკუთრება უნდა იყოს კერძო, ხოლო მისი ექსპლუტაცია და ამ ექსპლუტაციის ნაყოფის გამოყენება კი - საერთო.
თანამედროვე სახელმწიფოებში არსებული ბოროტების საფუძველი ის კი არაა, რომ არ არსებობს ქონება და საკუთრება არამედ ზნეობრივი გახრწნა ადამიანებისა, ამიტომ პლატონის მიერ შემოთავაზებული ზომები ნიშნავს შევცვალოთ სიმფონია - უნისონით ან რიტმი - ერთი ტაქტით.ყველაფერი ეს მხოლოდ გააუარესებს სახელმწიფოს და სავსებით მოსპობს მას.
III. სახელმწიფო, შენიშნავს არისტოტელეს - რთული ცნებაა. თავისი ფორმით იგი მოქალაქეთა განსაზღვრულ ერთობლიობა და ორგანიზაციაა. ამ პლანით აქ საქმე ეხება არა სახელმწიფოს ისეთ პირველად ელემენტებს, როგორიცაა ინდივიდი, ოჯახი და ა.შ, არამედ მოქალაქეს. სახელმწიფოს როგორც ფორმის განსაზღვრება დამოკიდებულია იმაზე თუ ვის ვთვლით მოქალაქედ ე.ი. მოქალაქის ცნებაზე. მოქალაქე კი არისტოტელეს აზრით ისაა, ვისაც შეუძლია მოცემული სახელმწიფოს საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში მონაწილეობა. სახელმწიფო კი არის საკმარისი (შეძლებული) მოქალაქეთა თვითკმარი არსებობისათვის.
სახელმწიფოს ყოველ ფორმას შეესატყვისება მოქალაქის თავისი განსაზღვრება, მოქალაქის უფლებებით აღჭურვილ პირთა წრის შერჩევის თავისი საფუძველი. მოქალაქის ცნების და მაშასადამე სახელმწიფოს ფორმის შეცვლასთან ერთად იცვლება თვით სახელმწიფოც.
სახელმწიფოს ფორმას არისტოტელე ახასიათებს ისევე როგორც პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოში, სახიერდება უზენაესი ხელისუფლებით. ამ მიმართებით სახელმწიფოებრივი ფორმა განისაზღვრება მბრძანებელთა რიცხვით (ერთი, რამდენიმე, მრავალი) განასხვავებს სახელმწიფოს სწორ და არასწორ ფორმებს: სწორ ფორმებში მმართველთ მხედველობაში აქვთ საერთო საზოგადოებრივი სარგებლიანობა, არასწორს კი - მხოლოდ თავისი პირადი სიკეთე და გამორჩენა.
არსებობს სახელმწიფოს 3 სწორი ფორმა: მონარქია (სამეფო), არისტოკრატია და პოლიტია, ხოლო მათი შესატყვისი მცდარი გადახვევებია - ტირანია, ოლიგარქია და დემოკრატია. (წიგნი მესამე).
თითოეულ ფორმას აქვს თავის მხრივ რამდენიმე სახე, რამეთუ შესაძლებელია ფორმის წარმოქმნა ელემენტთა სხვადასხვა კომბინაციებით. სამეფო ხელისუფლების სახეებია: 1) სტრატეგოსთა სამუდამო (სიკვდილამდე) ძალაუფლება. 2) ზოგიერთ ბარბაროსელ ტომთა სამეფო ხელისუფლება; იგი დაფუძნებულია კანონზე და მემკვიდრეობის უფლებაზე, მაგრამ ატარებს ტირანიის ხასიათს. 3) ესიმენტია (არჩევითი ტირანია) ძველ ბერძნებში; 4) გმირული მეფეები; 5) ერთი პიროვნების განუსაზღვრელი ძალაუფლება ყველა დანარჩენზე.
არისტოტელეს აზრით, ჩვეულებრივი მონარქია, არ არის სახელმწიფოს საუკეთესო ფორმა. პლატონის წინააღმდეგ კამათისას, არისტოტელე საუკეთესო კანონთა ბატონობას უფრო უკეთესად მიიჩნევს ვიდრე საუკეთესო მართველის ძალაუფლებას.
კანონი მოკლებულია აფექტის ელემენტს, რისგანაც თავისუფალი არაა არც-ერთი ადამიანური სული. გარდა ამისა მრავალთაგანი ყველაფერზე მსჯელობენ და ყველაფერს განსჯიან უკეთ ვიდრე ერთი, ვინც არ უნდა იყოს იგი. მართალია აქ უკანაც იხევს არისტოტელე და ამბობს, თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავისი სათნოებით ისევე მაღლა იქნება დანარჩენებზე როგორც ღმერთი, მაშინ ამგვარი რამ დასაშვებია და უნდა ვაღიაროთ მისი აბსოლუტური უფლება - მოსილება. მონარქია, თუ ის არ არის ცარიელი სიტყვა, და არსებობს რეალურად, ეფუძნება მონარქის მაღალ უპირატესობებს და ღვთაებრივი ფორმაა. მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა.
არისტოკრატია, არისტოტელეს აზრით, - ეს საუკეთესო ზნეობის მქონე ადამიანთა მმართველობაა. სახელმწიფოსთვის იგი მონარქიაზე უფრო უმჯობესია, მხოლოდ არისტოკრატიაშია ცნებები ”კარგი ადამიანი - კაცი” და ”კარგი მოქალაქე” , აბსოლუტურად იგივეობრივი, მაშინ როდესაც დანარჩენ ფორმებში ეს ცნებები შეფარდებითია.
სახელმწიფოს ყველაზე სწორი ფორმაა ის, რომელსაც არისტოტელე პოლიტიას უწოდებს. ესაა ტერმინი, რომელიც არისტოტელეს აზრით გამოხატავს სახელმწიფოებრივ წყობას საერთოდ. პოლიტიაში მმართავს უმრავლესობა საერთო სარგებლობის ინტერესთა გათვალისწინებით.
სახელმწიფოს სხვა დანარჩენი ფორმა წარმოდგენს პოლიტიიდან ამა თუ იმ გადახრას. მეორეს მხრივ თვით პოლიტია, არისტოტელეს აზრით არის თითქოსდა ოლიგარქიისა და დემოკრატიის შერევა. პოლიტიის ეს ელემენტი (შეძლებულთა და უქონელთა, სიმდიდრისა და თავისუფლების ინტერესთა გაერთიანება) არსებობს მრავალ სახელმწიფოში, ე.ი საერთოდ დამახასიათებელია სახელმწიფოსთვის როგორც პოლიტიკური ურთიერთობისთვის.
IV. სახელმწიფოს არასწორი ფორმებიდან ტირანია - ყველაზე ცუდია. ტირანიის ორი სახე (სამეფო ხელისუფლება ბარბაროსებში და ესიმენტიები ბერძნებთან უძველეს დროში) მსგავსია მონარქიისა, რამდენადაც დაფუძნებულია კანონზე და ქვეშევრდომთა მხრივ მათ ნებაყოფლობით აღიარებებზე. მაგრამ ძალაუფლება აქ ხორციელდება დესპოტურად, ტირანული თვითნებობით და არა პოლიტიკურად. ტირანიის მესამე სახე ტირანია უპირატესად - მეტწილად, - შეესატყვისება აბსოლუტურ მონარქიას; აქ ტირანიის ძალაუფლება აბსოლუტურია, უპასუხისმგებლოა, ახორციელებს თავის პირად ინტერესების დაცვით და არ ეყრდნობა ქვეშევრდომთა ნებაყოფლობით თანხმობას.
მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს არისტოტელე ოლიგარქიასა და დემოკრატიის დახასიათებას. ეს ორი არასწორი ფორმა მმართველობისა ძალიან ბევრ რამეში დიამეტრულად უპირისპირდებიან ერთმანეთს, და მათი შერევის განმარტება შესაძლებელი ხდება როგორც პოლითიისა, ანუ მათ შორის საშუალოსი.
არისტოტელეს აზრით, არა მმართველთა რიცხვი, როგორც შემთხვევითი ნიშანი, არამედ სიმდიდრისა და სიღარიბის დაპირისპირებლობა არის არსებითი ოლიგარქიისა დადემოკრატიის გასასხვავებლად. აფასებს რა მმართველთა რიცხვს როგორც განსხვავების შემთხვევით მომენტს, ამით არისტოტელე უკვე უმზადებს ნიადაგს სწორედ პოლითიას როგორც უმრავლესობის ძალაუფლებას - ბატონობას, სადაც უკვე არსებითი არაა სიმდიდრისა და სიღარიბის დაპირისპირება.
დემოკრტიის ანალიზთან დაკავშირებით არისტოტელე დაწვრილებით აშუქებს საზოგადოების სიტყვიერ შემადგენლობას. საზოგადოების კლასებს და სოციალურ ფენებს არისტოტელე ახასიათებს როგორც საერთოდ სახელმწიფოსათვის აუცილებელ (და არა მარტო დემოკრატულ სახელმწიფოსათვის) შემადგენელ ელემენტებს. კერძოდ არისტოტელე გამოყოფს შემდეგ კლასებსა და ფენებს: მიწათმოქმედანი, ხელოსნები, ვაჭრები, დაქირავებული მუშები, შეძლებული ადამიანები, სამხედროები, მოსამართლენი, თანამდებობის პირები.
კლასები, რომელებიც შრომობენ ბუნებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, განეკუთვნებიან სახელმწიფოს ”სხეულს”, საზოგადოების ”სულს”, განეკუთვნებიან სამხედროები, მსაჯულნი და ფენა ადამიანებისა, რომლებიც დაკავებულნი არიან საკანონმდებლო ფუნქციებით. ამ უკანასკნელ ფენაში პოულობს თავის გამოხატულებას - პოლიტიკური სიბრძნე. სახელმწიფოს ”სული” ისევე როგორც ცალკეულ ადამიანში, გაცილებით დიდი მნიშვნელოვანია მის ”სხეულზე” . ”სხეულით” აქ ფაქტობრივად აღინიშნება მოთხოვნათა დასაკმაყოფილებელი აუცილებელი შრომის სფერო, რომელიც XVIII-XIX-ე საუკუნეებში აღინიშნებოდა როგორც ”სამოქალაქო საზოგადოება” განსხვავებით პოლიტიკურ სახელმწიფოსგან.
სახელმწიფოს არსებითი ელემენტებია მდიდრები და ღარიბები, ამ ელემენტებიდან რომელიმეს უპირატესობაზე დამოკიდებულია სახელმწიფოებრივი წყობის შესატყვისი ფორმის დადგენა. დემოკრატიას როგორც ღარიბთა უპირატესობას ძალაუფლების სფეროში აქვს რამდენიმე სახესხვაობა, რაც იმაზეა დამოკიდებული თუ რა კრიტერიუმებით ვსარგებლობთ ხალხის ამა თუ იმ ფენის მოქალაქეობრივი უფლებების აღჭურვისას და პოლიტიკურ ძალაუფლებაში დაშვების საფუძვლის განსაზვრისას. არისტოტელე განასხვავებს დემოკრატიის 5 ფორმას:
დემოკრატიის პირველი სახისათვის დამახასიათებელია მდიდართა და ღარიბთა თანასწორობა უზენაეს ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში. ყველა უთუოდ მონაწილეობს ხელისუფლების საქმიანობაში. დემოკრატიის მეორე სახის– მაგისტრატურის მიღწევას განაპირობებს არც თუ დიდი ქონებრივი ცენზი ე.ი. არა ყოველი მოზრდილი თავისუფალი ადამიანები წარმოადგენენ სრულუფლებიან მოქალაქეებს. მესამე და მეოთხე სახეების დახასიათებისას არისტოტელე ლაპარაკობს მათში კანონის ბატონობისა და მაგისტრატურის მოქმედებებზე, მაგრამ არაფერს არ ამბობს ამა თუ იმ
პირის მოქალაქის უფლებების მინიჭების პირობების შესახებ.
დემოკრატიის მეხუთე ფორმისას უზენაესი ძალაუფლება ეკუთვნის დემოსს და არა კანონს. ასეთი დემოკრატიის მიმართ არისტოტელე ფრიად კრიტიკულია. გადამწყვეტ მნიშვნელობას აქ იძენენ დემაგოგები (საუკეთესო ადამიანთა ნაცვლად) და სახალხო გადაწყვეტილებანი (კანონების ნაცვლად).
დემოსი ხდება დესპოტი და მოქმედებს ტირანულად. ძალაუფლება მრავლის ხელშია, მაგრამ მისით სარგებლობს ყველა ერთად და არა თითოეუილი ცალ-ცალკე. დემოსის გადაწყვეტილებებს წარმართავენ დემაგოგები. მაგისტრატურების როლი ნულზეა დაყვანილი. ასეთი დემოკრატია უფრო ტირანიას ჰგავს, არისტოტელე წერს ” ამგვარი დემოკრატიის წინააღმდეგ შესაძლებელია გავაკეთოთ სავსებით საფუძვლიანი საყვედური და პირდაპირ განვაცხადოთ, რომ იგი არ წარმოადგენს სახელმწიფოებრივი წყობის რომელიმე ფორმას.” (წიგნიIV).
დემოკრატიის ჩამოთვლილი ფორმებიდან არისტოტელეს მოსწონს ზომიერი ქონებრივი ცენზის მქონე დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია მდიდრებისა და ღარიბების შერიგებისა და კანონის ბატონობაზე. ამიტომ იგი მაღალ შეფასებას აძლევს სოლონის რეფორმებს, რომლიდანაც ათენში დემოკრატია იწყება.
ოლიგარქიაში ბატონობენ მდიდრები. ოლიგარქიის პირველ სახეში მაგისტრატურის მიღწევა განპირობებულია იმდენად დიდი ქონებრივი ცენზით, რომ გაჭირვებულ და ღარიბ უმრავლესობას არც კი უშვებენ მასში. ოლიგარქიის მეორე სახეც ასევე განირჩევა მაღალი ცენზით, და გარდა ამისა ვაკანტური ადგილების დაკავება ხდება კოოპტაციის წესით, მესამე სახისას თანამდებობის შეცვლის დროს შვილი მემკვიდრეობით იღებს მას მამისგან. მეოთხე სახისას, გარდა ამისა, ბატონობს არ კანონი, არამედ მაგისტრატები. ოლიგარქიის ეს სახე, არისტოტელეს მიხედვით, ტირანიისა და უკიდურესი დემოკრატიის მსგავსია.
VI-VII. სახელმწიფოს საუკეთესო ფორმაა პოლითია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ოლიგარქიისა და დემოკრატიის საუკეთესო მხარეებს, მაგრამ თავისუფალია მათი ნაკლოვანების და უკიდურესობებისაგან. ამ აზრით იგი მათ ”შუაა” და მათი შერევაა. პოლითია - პრაქტიკულად ძნელადმისაღწევი ფორმაა, რადგან უმეტეს შემთხვევებში საშუალო ელემენტები სახელმწიფოებში იკავებენ შედარებით უმნიშვნელო ადგილს. როგორც წესი, დომინირებს ან დიდი მესაკუთრენი და მქონებელნი ან უბრალო ხალხი, ამიტომ სახელმწიფოებრივი წყობაც დგინდება გამარჯვებული მხარის ინტერესთა შესატყვისად - ოლიგარქიულად ან დემოკრატიულად. პოლითიის დაწესებას ისიც უშლის ხელს, რომ სპარტა და ათენი ორი ჰეგემონი სახელმწიფო საბერძნეთში, თავისი ინტერესების შესატყვისად ნერგავენ მათზე დამოკიდებულ ქვეყნებში ან დემოკრატიულ ან ოლიგარქიულ წესრიგს. ამ მიზეზთა გამო ამბობს არისტოტელე ”საშუალო” სახელმწიფოებრივი ფორმა ან არასდროს არ გვხდება, ან ძალიან იშვიათად (სოლონი?)
არსებითად არისტოტელეს პოლიტია ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე განსაკუთრებულ ფაქტობრივად იშვიათად შემხვედრ ფორმას სახელმწიფოსი, არაიმედ იგი ამავე დროს წარმოადგენს მმართველობის-ბატონობის პოლიტიკური ფორმის თეორიულ კონსტრუქციას.
პოლითია აგებულია არისტოტელეს ეთიკური და პოლიტიკური მაქსიმების გათვალისწინების საფუძველზე. პოლითია - სახელმწიფოს საშუალო ფორმაა, და საშუალო მომენტი დომინირებს მის ყოველ ნაწილში: ზნეობაში - ზომიერება, ქონებაში - საშუალო შეძლება, ხელისუფლებაში - საშუალო კლასი. ”საშუალო” ადამიანებისგან შემდგარ სახელმწიფოს ექნება კიდევ ყველაზე საუკეთესო სახელმწიფოებრივი წყობა. (IVწ.) სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდ სიკეთედ არისტოტელე თვლის მოქალაქეების მიერ საშუალო მაგრამ საკმარისი საკუთრების ფლობას. მრავალრიცხოვანი საშუალო ელემენტი ანეიტრალებს მოსახლეობის განხეთქილების დაპირისპირებულ მებრძოლ პარტიებად და ანელებს პარტიულ განხეთქილებებსა და ანგარიშსწორებას.
პოლითიაში საშუალო ელემენტი უნდა ჭარბობდეს უკიდურეს ელემენტებზე ან უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს თითოეულ მათგანზე ძლიერი ცალ-ცალკე. უზენაესი ძალაუფლება უნდა იყოს უმრავლესობის ხელში და არა უმცირესობის, და მოცემული წყობის მომხრეთა რიცხვი უნდა აჭარბებდეს თავისუფალი მოსახლეობის საერთო მასაში მის მოწინააღმდეგეთა რიცხვს.
არა მხოლოდ პოლითიაში, არამედ ოლიგარქიაშიც და დემოკრატიაშიც კანონმდებელი ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფოებრივი წყობის ფორმის ”საშუალო” ელემენტებზე. მოცემული გარემოებებისას სახელმწიფოს წყობის საუკეთესო ორგანიზაცია, არისტოტელეს აზრით დამოკიდებულია მისი სამი ძირითადი შემადგენელი ელემენტის - საკანონმდებლო ორგანოს, მაგისტრატურისა და სასამართლოს ჩამოყალიბების სხვადასხვა პირობებისა და ფუნქციონირების ხერხებისა და წესების სათანადო და ჯეროვანი კომბინაციაზე. მთლიანობაში არისტოტელე მხარს უჭერს საკანონმდებლო ორგანოებისა და მაგისტრატურთა ისეთ თანასწორობას, რომლის ჩარჩოებშიც მაგისტრატურა მრავალი ძირითადი საკითხების, მათ შორის საკანონმდებლო სფეროშიც, იღებს გადამწყვეტი ხმის უფლებას, ხოლო სახალხო კრება კი მხოლოდ სათათბირო ხმას.
მაგისტრატურა და სასამართლო უნდა შეესატყვისებოდეს სახელმწიფოს მოცემულ ფორმას, რაც შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს მათი ჩამოყალიბებისა და საქმიანობისას სხვადასხვა მომენტთა შერწყმითა და გაწონასწორებით: თანამდებობებზე დაშვების პირობები, არჩევნები და კენჭისყრა, საფასურისა და გასამრჯელოს ოდენობა და სხვა. საბოლოო ჯამში არისტოტელეს სოციალური აზრი მიმართულია მოცემის პირობებში თავისუფალი მოსახლეობის მადომინირებული ფენების მყარი და მისაღები პოლიტიკური მმართველობის მიღწევაზე.
------------------------------
სოციალურ-პილიტიკური შემცნებითი თემაა.
არ დაიზაროთ წაკითხვა.
ასე აზროვნებდა არისტოტელი ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე.
კაცობრიობა კი მხოლოდ ტექნოლოგიებით წავიდა წინ ასე გამოდის.
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.