Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სპორტი
->
ქართული სპორტი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
ვაზისუბანი
, საფეხბურთო სკოლა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13568
წევრი No.: 101851
რეგისტრ.: 8-October 09
#59137324
· 17 Apr 2022, 15:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვაზისუბანში ნამდვილი საფეხბურთო ოაზისი გაჩნდა - საფეხბურთო სკოლაში, რომელმაც ფუნქციონირება ახლახან დაიწყო, 120-ზე მეტი მოზარდი ვარჯიშობს. ახლო მომავალში მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.
92-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ევროპული სტანდარტის საფეხბურთო სკოლა "ვაზისუბნის" მშენებლობა მიმდინარეობს.
საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბების იდეის ავტორი გახლავთ ფეხბურთის დიდი ქომაგი დავით გრიშიკიანი, სკოლის დირექტორი კი ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფორვარდი ჯაბა დვალია. უნდა აღინიშნოს, რომ დვალი ამასთან ერთად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორიცაა.
სკოლას ჰყავს როგორც გოგონათა, ისე რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე და ასაკობრივი გუნდები. აღსანიშნავია, რომ გოგონებისთვის საფეხბურთო სკოლაში სწავლა სრულიად უფასოა.
ახალშექმნილ სკოლას საპატიო სტუმრები ჰყავდა - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი. სკოლაში ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი.
პროექტის დეტალები სტუმრებს ჯაბა დვალმა გააცნო. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ორი ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა, მაისის თვეში კი ბუნებრივსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.
ახალაშენებულ სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის პროექტის "სახალისო საფეხბურთო სკოლების" ფარგლებში საწვრთნელი ვარჯიშებიც გაიმართა, რომელშიც საფეხბურთო სკოლა "ვაზისუბნის" ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც აღვნიშნეთ, საფეხბურთო სკოლის გუნდი რეგიონული ლიგის გათამაშებაში ჩაება. სტარტი წარმატებული გამოდგა - "ვაზისუბანმა" არსებობის ისტორიაში პირველი შეხვედრა გასვლაზე წალკის "ეძანს" მოუგო.
საინტერესოა, რომ "ვაზისუბანს" ახალგაზრდა, პერსპექტიული სპეციალისტი გიორგი მელიქიშვილი წვრთნის, ხოლო სამწვრთნელო შტაბში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ზაალ ელიავა მუშაობს.
https://gff.ge/ge/media/news/22564
http://lelo.ge/article/%E1%83%95%E1%83%90%...%E1%83%97-35832
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13568
წევრი No.: 101851
რეგისტრ.: 8-October 09
#59137335
· 17 Apr 2022, 16:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საფეხბურთო სკოლა "ვაზისუბნის" ფბ-გვერდი:
https://www.facebook.com/FSVazisubani
This post has been edited by
sergo_38_fcz
on 17 Apr 2022, 16:04
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13568
წევრი No.: 101851
რეგისტრ.: 8-October 09
#59137341
· 17 Apr 2022, 16:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აქაც წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეგობრებსა და თანამოაზრეებს!
QUOTE
"ზესტაფონის" დიდი ხნის მეგობრებსა და საფეხბურთო სკოლა "ვაზისუბანს" წარმატებებს ვუსურვებთ!
https://www.facebook.com/fczesta/posts/5325192500846848
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13332
წევრი No.: 195536
რეგისტრ.: 22-December 14
#59137694
· 17 Apr 2022, 18:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sergo_38_fcz
ესენიც ზღვის ბაზაზე არ თამაშობენ? თუ მარტო ჭაბუკები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13568
წევრი No.: 101851
რეგისტრ.: 8-October 09
#59138541
· 17 Apr 2022, 23:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
levani-dinamo
არა, ესენი, ასე ვთქვათ, ცალკე წავიდნენ. ვაზისუბანში არიან 92 სკოლაში და შენდება იქ საინტერესო რაღაცეები...
ჯაბა აქაცაა და იქაც...
This post has been edited by
sergo_38_fcz
on 17 Apr 2022, 23:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13332
წევრი No.: 195536
რეგისტრ.: 22-December 14
#59138970
· 18 Apr 2022, 02:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sergo_38_fcz
ეს თბილისის ზღვის ბაზა რამდენ გუნდს იტევს? დინამოს დუბლებიც მანდ თამაშობს
QUOTE
ესენი, ასე ვთქვათ, ცალკე წავიდნენ. ვაზისუბანში არიან 92 სკოლაში და შენდება იქ საინტერესო რაღაცეები...
ფოტოდან როგორც ჩანს კარგი სტადიონი უნდა გააკეთონ და ტურის მატჩები მანდ ჩატარდება ხო? დაახლოებით როდისთვის დასრულდება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Menzoorqa
Super Member
ჯგუფი: Registered
Menzoorqa
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 140
წევრი No.: 201012
რეგისტრ.: 14-April 15
#59139183
· 18 Apr 2022, 09:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
levani-dinamo
QUOTE
ფოტოდან როგორც ჩანს კარგი სტადიონი უნდა გააკეთონ და ტურის მატჩები მანდ ჩატარდება ხო? დაახლოებით როდისთვის დასრულდება?
პატარა სავარჯიშო სტადიონები აშენებულია, დიდის მშენებლობას მაისშვი დავიწყებთო. საშინაო თამაშები ჯერ გლდანშიო, ამერის სტადიონზე. როგორც კი დიდი მორჩება ვაზისუბანში ვითამაშებთო.
იქვე ვცხოვრობ და ყოველი საღამოს გასეირნებისას 10-15 წუთი ვჩერდები და ვარჯიშს ვუყურებ. მაგარი ხოშიანი და სასიამოვნო პროექტია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13568
წევრი No.: 101851
რეგისტრ.: 8-October 09
#59139977
· 18 Apr 2022, 15:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
levani-dinamo
დინამო-2-ს ნაქირავები აქვს, კი და კიდეც ვარჯიშობენ, კიდეც თამაშობენ...
* * *
QUOTE
(Menzoorqa @ 18 Apr 2022, 09:40 )
პატარა სავარჯიშო სტადიონები აშენებულია, დიდის მშენებლობას მაისშვი დავიწყებთო. საშინაო თამაშები ჯერ გლდანშიო, ამერის სტადიონზე. როგორც კი დიდი მორჩება ვაზისუბანში ვითამაშებთო.
იქვე ვცხოვრობ და ყოველი საღამოს გასეირნებისას 10-15 წუთი ვჩერდები და ვარჯიშს ვუყურებ. მაგარი ხოშიანი და სასიამოვნო პროექტია
ხო, მალევე დაიწყება ბალახის დაგება. სხვათაშორის, აგერ გუშინწინ სტუმრობისას ფედერაციის მენეჯმენტმა დახმარების პირობა დადო...
ვნახოთ აგერ, მალე იქნება ყველაფერი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13332
წევრი No.: 195536
რეგისტრ.: 22-December 14
#59142493
· 19 Apr 2022, 12:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Menzoorqa
QUOTE
იქვე ვცხოვრობ და ყოველი საღამოს გასეირნებისას 10-15 წუთი ვჩერდები და ვარჯიშს ვუყურებ. მაგარი ხოშიანი და სასიამოვნო პროექტია
მეც მანდვე ახლოს ვცხოვრობ და ერთ დღესაც ვნახავ. იმედია განათება და ტაბლოც ექნებათ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13568
წევრი No.: 101851
რეგისტრ.: 8-October 09
#59157124
· 23 Apr 2022, 22:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მორიგ შეხვედრას ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "ბ" ჯგუფში მოასპარეზე "ვაზისუბანი" 27 აპრილს გამართავს - მიმდინარე ტურნირის მესამე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ "თელავის" მეორე გუნდს ესტუმრება.
ეს მატჩი გივი ჩოხელის სახელობის თელავის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...
This post has been edited by
sergo_38_fcz
on 23 Apr 2022, 22:35
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13568
წევრი No.: 101851
რეგისტრ.: 8-October 09
#59168569
· 27 Apr 2022, 18:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიმდინარე წლის 27 აპრილს საფეხბურთო სკოლა "ვაზისუბნის" წარმომადგენელმა პირველმა გუნდმა რეგიონული ლიგის ტურნირში მორიგი შეხვედრა გამართა - "ბ" ჯგუფის მიმდინარე გათამაშების მესამე ტურის მატჩში ჩვენი გუნდი თელავს ესტუმრა და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის მეორე გუნდს გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა.
დღევანდელი კახურ-დედაქალაქური დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, მაგრამ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე მასპინძელთა დუბლიორთა გუნდმა შექმნილი მომენტების უკეთ რეალიზება და შესაბამისად, ანგარიშში მინიმალური უპირატესობით დაწინაურება მოახერხა.
თელავური "ვოიაჟის" დათმობა და ქულების დაკარგვა ნამდვილად არ შედიოდა ვაზისუბნელთა გუნდის გეგმებში. ჩვენმა ბიჭებმა "ფარ-ხმალი არ დაყარეს", ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს - ზუსტი დარტყმა გიორგი სეხნიაშვილის ანგარიშზეა. საბოლოოდ, თელაველებთან მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: იმერლიშვილი, მამაცაშვილი, ფარტენაძე, ბორაშვილი, სეხნიაშვილი, ნონიაშვილი, ბოჭორიშვილი, წითელაური, ონიანი, მეშველაშვილი, აბაკელია.
სათადარიგოები: ნიკოლაიშვილი, ხვისტანი, ვაჩეიშვილი, გუგეშაშვილი, შუკაკიძე, კლდიაშვილი, გრძელიძე, დადუნაშვილი.
მწვრთნელები: გიორგი მელიქიშვილი, ზაალ ელიავა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13332
წევრი No.: 195536
რეგისტრ.: 22-December 14
#59168686
· 27 Apr 2022, 19:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sergo_38_fcz
ცუდია თასზე რომ არ არიან
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13568
წევრი No.: 101851
რეგისტრ.: 8-October 09
#59168878
· 27 Apr 2022, 20:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(levani-dinamo @ 27 Apr 2022, 19:15 )
ცუდია თასზე რომ არ არიან
თასის მონაწილეები, ხომ იცი, წინა სეზონის შედეგების მიხედვით რომ ირკვევა...
ვაზისუბანი კიდევ ახლა შეიქმნა და წელს სადებიუტო სეზონს ატარებს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
levani-dinamo
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13332
წევრი No.: 195536
რეგისტრ.: 22-December 14
#59170343
· 28 Apr 2022, 03:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
sergo_38_fcz
ხოდა ეგ წესიც შეიცვალოს და თასზე ყველამ ითამაშოს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
sergo_38_fcz
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 13568
წევრი No.: 101851
რეგისტრ.: 8-October 09
#59284546
· 3 Jun 2022, 22:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
8 ტურის შემდეგ -
https://gff.ge/ge/championships/regional-league/group-b
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ქართული სპორტი
|
იქით
»
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1021 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.