ალბათ ყველას, განსაკუთრებით 80-იანების და წინა თაობას გვსმენია (თუ არ გამოგვიცდია), რომ ამ ეს ცხოვრება არასატაბილური რამაა ზოგჯერ „სვეტლი“ პალასაზეა დამიანი, ზოგჯერ კი „ჩორნიზე“.
როგორც როიალის კლავიშები, თეთრი-შავი .... შავი-თეთრი ... და ასე ბოლომდე, ცხოვრების ბოლომდე.
შავსა და თეთრს შორის ცხოვრება, სამყაროს ამ ფორმატში ხედვა, შეიძლება სწორიცაა (რამეთუ სწორედ შავსა და თეთრს შორისაა ფერთა მთელი გამა), მაგრამ ალბათ იოლიც ... კი არა და ... უფრო სწორედ მარტივი. ისეთი მარტივი, რომ ადამიანის (მართლა ადამიანის) ცხოვრებას რომ არ შეეფერება.
ცხოვრების შავი „პალასა“ მეც არაერთხელ გადამიტანია. იოლი არ არის მაგრამ ცხოვრების ამ რთულ პერიოდებში თითქოს რაღაც მობილიზების რეჟიმში გადადიხარ და შინაგანი სინათლე გინათებს გზას.
ვფიქრობ არის ცხოვრებაში ისეთი პერიოდები რომლებიც უფრო რთულია გადასატანად. უფრო უაზრო და უფრო დამთრგუნველი. „კარიჩნი“ პალასა დავარქვათ პირობითად ამ პერიოდს.
რთული პერიოდების, შავია ის თუ „კარიჩნი“ - რეალური გაცნობიერება მოგვიანებით ხდება, როცა ეს ეტაპი შენი ცხოვრების უკვე დასრულდა, სიახლეები დაიწყო და წარსულის ობიექტურად გაანალიზების საშუალება გაქვს.
რამდენიმე ნიშანდობლიობა აქვს ცხოვრების „კარიჩნი“ პალასას

რომელიც მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვლინდება სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში.
პირობითად 50 ელფერის გამოყოფა შეიძლება აქაც. ჰო და შევეცადოთ მოკლე დახასიათებების სახით ჩამოვაყალიბოთ ისინი ... სხვების გზამკვლევად ამ სირთულეებით სავსე ცხოვერბაში.
მაშ ასე, ცხოვრებაში „კარიჩნი პალასა“ გიდგას თუ:
1. შენი განავლის ჯანსაღი ფერი ერთადერთი პოზიტივია მთელი კვირის ... არა მთელი თვის მანძილზე;
2. მომართვა „იდინახუი“ აღიქმება არა როგორც შეურაცხყოფა, არამედ როგორც საინტერესო მოგზაურობის პერსპექტივა და შანსი;
3. ღამის 03:00-ზე გამოღებულ მაცივარში ანთებული ნათურა, ერთადერთი „პრასვეტია“ შენს ცხოვრებაში;
4.