გამარჯობა.
მოკლედ, მანქანას ველოდები ამერიკიდან, ჯერ არ წამოსულა და შეიძლება 3-4 თვე დააგვიანდეს და იქამდე ძალიან მჭირდება.
თან ისეთი მინდა ავარჩიო, რომელსაც მერე ან ადვილად გავყიდი ან მეუღლესთვის ან სარბენად დავიტოვებ. მაქს $3k მაქვს ამ საქმისთვის, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იქნება უკეთესია.
1. თვალი დავადგი Smart Fortwo - ს, პატარაა, მოქნილია და ეკონომიური, უბრალოდ სხვა რამე არაფერი ვიცი ამ მანქანის შესახებ, თუ ვინმემ იცით მირჩიეთ რამდენად ღირს.
2. Chevrolet cruze -ც მომეწონა, 2-2.5 ის ფარგლებშია, წესით ესეც კარგი მანქანა უნდა იყოს. ამაზეც მირჩიეთ, ვინც იცით
3. Hyundai i30 - ს ვეძებდი და ვერ ვნახე გასაყიდად
4. ნებისმიერი მანქანა მირჩიეთ, პატარა და მოქნილი და იაფი, ოღონდ მატაროს, არ მაწვალოს და არაფერი მინდა სხვა
5. სხვა ვარიანტები ხომ არ არსებობს მანქანა რომ მყავდეს მხოლოდ 2-3 თვით? ყიდვის გარდა

ქირა ძვირია
This post has been edited by maxoooooo on 2 Jun 2022, 18:33