დამტანჯა უკვე ამ პრობლემამ

მოკლედ მე მაქვს საკმაოდ ძველი კომპი რომელიც 2009 წელს ვიყიდე, აი ასეთი:

და ბოლო 2 წელია მას აი ასეთი პრობლემა აქვს:

ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება როცა ტვიტერზე ან ფბ-ზე ვიდეოს ვუყურებ, კომპიუტერი თითქოს ითიშება და მერე მისი ხელით გადატვირთვა მიწევს. იუთუბის ვიდეოებზე ასეთი პრობლემა არ აქვს.
ჰოდა რა ვქნა? აქ ადრე ვიკითხე და მირჩიეს NVIDIA-ს დრაივერის თავიდან დაყენება, მაგრამ არაფრით არ უშველა. შეიძლება რომ ახალი ვინდოუსის დაყენებამ უშველოს? ანუ ვინდოუს 7 კი ისევ თავიდან დავაყენე, მაგრამ ამან არ უშველა, ჰოდა ვინდოუს 10 რომ დავაყენო თავისი დრაივერებიანად ის უშველის? ასეთ კომპიუტერს ვინდოუს 10 მოერგება?