#59297722 · 8 Jun 2022, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,სკანდალი! ოლაფ შოლცი ქართველია?" ამ დასახელებით აქვეყნებს ჟურნალი ,,გზა" სტატიას, რომლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
>>>>
1933 წლის მეორე ნახევარში ბევრმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა ჰოლოდომორის გამო და შიმშილს გამოქცეულები სხვადასხვა ქვეყნებში გადავიდნენ. მათ შორის იყო მშვენიერი უკრაინელი ასული - იულია შოლცეპიოკი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდგორში დასახლდა.
ჩამოსვლიდან რამდენიმე თვეში იულია ადგილობრივ გლეხზე გათხოვდა და ვაჟი - სპირიდონი შეეძინა. იულიას ქმარი, რომლის სახელი ისტორიამ არ შემოგვინახა 1937 წელს ციმბირში გადაასახლეს.
როგორც ადგილობრივები იხსენებენ, მშვენიერ იულიას თვალი დაადგა მაშინდელმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩეკას ოფიცერმა ბუთხუზ ჯონსონაძემ და მიუხედავად იმისა რომ ქალი გათხოვილი იყო და ოჯახი ჰყავდა, დღემუდამ უკან დასდევდა და არ ასვენებდა. ამ ამბავმა იულიას ქმრის ყურამდეც მიაღწია და 1937 წლის იანვარში ბუთხუზ ჯონსონაძე მაგრად მიბეგვილი, უგონოდ მყოფი იპოვეს მტკვრის სანაპიროზე.
მართალია ბორის ჯონსონაძე გამოკეთდა, მაგრამ მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ამბობენ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა და ლონდონის გარეუბანში ცხოვრობდა, ინგლისის მოქალაქეობა მიიღო და იქვე შეირთო ვიღაც ბრიტანელი ქალი.
რაც შეეხება იულიას და სპირიდონს, სპირიდონი მამის დევნის გამო დედის გვარზე გადავიდა და სპირიდონ შოლცეპიოკი გახდა. 1943 წელს იულია გერმანიაში გადაიპარა და გერმანელების მხარეს იბრძოდა, კომუნისტური რუსეთის წინააღმდეგ.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სპირიდონმა სრულწლოვნების ასაკს მიაღწია, გერმანელებისთვის რთულად გამოსათქვამი გვარი შეიცვალა და შოლცი გახდა, 1958 წლის 14 ივნისს კი ვაჟიშვილი შეეძინა რომელსაც სიმამრის საპატივცემულოდ ოლაფი დაარქვა.
დიახ ჩემო ერთგულო მკითხველო, სწორედ ოლაფ შოლცია სპირიდონ შოლცეპიოკის შვილი და მის ძარღვებში ქართული და უკრაინული სისხლი ჩქეფს.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სისხლის ყივილი ,,მაინც თავისას შვება" და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინა უპრეცედენტო მხარდაჭერას იღებს გერმანიიდან.
ლეგენდა ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოლაფი რუსეთში იმყოფებოდა და კგბ-ს არქივებში ეძებდა ციმბირში დაკარგული ბაბუის გზა-კვალსო. თუმცა, უშედეგოდ. შუბლზე პირველი ნაოჭიც მაშინ გაუჩნდა, რაც ბაბუის ძებნაზე ჩაიქნია ხელი.
ლეგენდა ასევე ამბოვს, რომ სპირიდონს დღემდე არ დავიწყებია ქართული ფესვები და სამშობლოს მონატრების დარდს, ქართულ სოციალურ ქსელებში, მათ შორის ინტელექტუალური ფორუმზე forum.ge, აქტიურობით იქარვებს. თუმცა ლეგენდა მისი ნიკ-ნეიმის შესახებ არაფერს გვეუბნება.
ჩვენ ერთგულ მკითხველს გვინდა სიხარულით ვაუწყოთ, რომ ჩვენი კორესპოდენტები მივლინებით იმყოფებიან ლონდონში და ბუთხუზ ჯონსონაძის ამბებს იკვლევენ. სიახლეების აღმოჩენის შემთხვევაში ასევე გაგაცნობთ მის ისტორიასაც.
-------
ჩემის მხრივ დავამატებ, და მოდერატორებს ვთხოვ ნუ მებრძვიან, ქართული საზოგადოება იმსახურებს სიმართლეს, ნუ დახურავთ თემას!
Warning: | დეზინფორმაცია ვორნი |
გერმანიის და საქართველოს სამხედრო პროექტი This post has been edited by Saturn on 8 Jun 2022, 21:20
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი
|