#59290716 · 6 Jun 2022, 02:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღამის სამ საათზე, ტელეფონ დამჯდარი რომ ქუჩაში მიდიხარ ბოლო ათ წუთში ერთადერთი გამოვლილი ტაქსი რომ წინა ბამპერ მონგრეიული პრიუსი არის რომელში ჩაჯდომაც არ გინდა მაგრამ სიარულიც გეზარება რომ სადმე უფრო დიდ ქუჩამდე გახვიდე და რომ ჩაჯდები და მუსიკები რომ ტელეფონიდან აქვს ჩართული რადიოსთან მიმაგრებულ ბლუთუზ სპიკერზე და ვიღაც რომ დაურეკავს და ტელეფონს მაინც ყურთან მიიტანს იმის მიუხედავად რომ სპიკერშიც ისმის და თან რომ ხვდება რომ სპიკერშიც ისმის და ვერ ახერხებს თან მანქანა ატაროს და თან რამე მოუხერხოს ტელეფონს, იმიტომ რომ ტელეფონი რომ დადოს მერე ვისაც ელაპარაკება იმას აღარ ესმის რას ეუბნება და ბოლოს მოახერხებს და მოატყუებს აი პატრულიაო და გაუთიშავს, აი მასეთი ტიპის აზრებს რატომ წერთ.
როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იტყოდნენ, წადით ბალახს შეეხეთ.
--------------------
აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰა
|